ჟენევის მოლაპარაკებების 46-ე რაუნდი - საქართველოს დელეგაციამ შედეგები შეაჯამა, რომელიც თბილისში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით,ქართულმა მხარემ ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შესახებ გააკეთა.
„საქართველოს დელეგაციამ პრინციპულად ყველა მნიშვნელოვანი საკითხის დაყენება მოახერხა, ისეთების, როგორიცაა ადგილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, ადამიანის უფლებების თვალსაზრით მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ის ვითარება, რაც არის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან მიმართებაში, განსაკუთრებული ხაზი მინდა გავუსვა ლტოლვილთა დაბრუნების საკითხს,“- განაცხადა ლაშა დარსალიამ.
დევნილების დაბრუნების შესახებ მსჯელობის დროს დარბაზი რუსეთის წარმომადგენელმა დატოვა.
„მორიგი რაუნდი იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ყველა ის მწვავე საკითხი, რომელიც არის დღის წესრიგში დასმულიყო და არა მხოლოდ დასმულიყო, არამედ ყოველთვის გვაქვს მიდგომა, რომ გამოსავლები იქნეს მოძიებული,“- განაცხადა ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






