„ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ!“- გიორგი აბაშიშვილის ემოციური მიმართვა გიორგი მარგველაშვილს
პოლიტიკა - 10:35, 14 Dec, 2018     6333
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი მოქმედ პრეზიდენტს სამსახურიდან გათავისუფლებას სთხოვს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

აბაშიშვილი გიორგი მარგველაშვილთან მუშაობის პერიოდს აფასებს და ქვეყნის პირველი პირის გაცნობას იხსენებს.

ადმინისტრაციის ხელმძღანელი ვრცელ მიიმართვაში მისი თანამშრომლების პროფესიონალიზმზე ამახვილებს ყურადღებას და ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ამის გათვალისწინებას ურჩევს:

“ერთი ასეთი ისტორია: 2013 წლის აგვისტოში გავიცანი პრეზიდენტობის კანდიდატი ბატონი გიორგი მარგველაშვილი. დაახლოებით ორი თვის განმავლობაში ბევრს ვსაუბრობდით ეკონომიკაზე, ვცდილობით საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე გაგვემახვილებინა ყურადღება.თუმცა, ძალიან მალე მივხვდი რომ სერიოზული ოპონენტი გავიჩინე ეკონომიკის საკითხებზე.

2014 წლის 30 მაისს კი მხვდა პატივი წილად გავმხდარიყავი პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. მახსოვს პირველი დღე ადმინისტრაციაში, უამრავი კეთელი და პროფესიონალი ადამიანი რომელთა გაცნობას ვიწყებდი. მოგვიანებით პრეზიდენტმა დამნიშნა ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ, შემდგომ პრეზიდენტის სამდივნოს უფროსად, სამი წლის წინ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. საოცრად ვამაყობ, რომ პრეზიდენტი ესე მენდობოდა. მენდობოდა ყველა საკითხში: დაწყებული საწერი ავტოკალმის შესყიდვიდან გაგრძელებული ეროვნული ბანკის კანონპროექტზე ვეტოს დადების აუცილებლობით. საოცარი კომფორტია ესე მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, უკვე თამამად შემიძლია ვთქვა - ჩემს უახლოეს მეგობარს ბატონ გიორგი მარგველაშვილს! კიდევ ბევრი რამის თქმა მინდა ბატონ პრეზიდენტზე მაგრამ ამაზე მოგვიანებით.

თუმცა, ამავდროულად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ კომფორტის უდიდესი ნაწილი იყვნენ ჩემი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები. არასოდეს მოვერიდები ხაზგასმას - ისინი უმაღლესი რანგის პროფესიონალები არიან!

ვერც კი გავიგე ვის უნდა მივმართო იმდენი ადამიანი ლაპარაკობს (სრულიად არაკვალიფიციურად) პრეზიდენიტის ადმინისტრაციის მართვის შესახებ მაგრამ, ორშაბათს 17 დეკემბერს აქ ამ მაგიდასთან ხომ დაჯდება ვინმე (ათონელზე გადასვლა ვერ გამოვიდა დასასრულებელია შენობა არადა თითქოს ხუთი წლის წინ იყო მზად), ჰოდა პატივცემულო გაითვალისწინე, როდესაც ამ თანამშრომლების ფასს გაიგებთ გვიან არ იყოს, ესენი ძალიან, ძალიან მაგრები არიან.

როგორ მინდა სათითაოდ ჩამოვთვალო ყველა მაგრამ ისედაც გრანდიოზული პოსტი გამოვიდა ან მოთხრობა უფრო. თუმცა,

ჩემო თანამშრომლებო, მეგობრებო უღრმესი მადლობა თქვენ სამშობლოს სამსახურისათვის! თქვენ ბრწყინვალედ ემსახურეთ თქვენს ქვეყანას პრეზიდენტის ადამინისტრაციიდან! თქვენ იყავით ჩემი საყრდენი და სიმშვიდე ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვის დროს და რამდენი იყო ასეთი... რა რანგის... ვამაყობ! ბედნიერი ვარ! გამიმართლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ რომ გაგიცანით, თქვენთან რომ მომიწია მუშაობამ, რამდენი რამ ვისწავლე...

მქონდა თუ არა შეცდომები თანამშრომლებთან მიმართებაში - ცალსახად მქონდა ამ ოთხი წლის ექვსი თვის და 15 დღის მანძილზე. ამიტომ, მინდა ყველას გითხრათ კიდევ ერთხელ მაპატიეთ რაც შემეშალა და უღრმესი მადლობა ყველაფრისათვის! გემშვიდობებით!

ბატონო პრეზიდენტო, მე თქვენთან დავიწყე მუშაობა და თქვენთანვე დავამთავრებ! ამიტომ დღეს ჩემი განცხადება დაგხვდებათ - "ბატონო პრეზიდენტო, გთხოვთ გამათავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან მიმდინარე წლის 16 დეკემბრიდან"- წერს აბაშიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42