სანქციები დეპუტატებისთვის - ახალ რეგლამენტს ოპოზიცია სამარცხვინოს უწოდებს და „ოცნებას“ აკრიტიკებს
პოლიტიკა - 21:29, 13 Dec, 2018     830

პარლამენტის ახალი რეგლამენტის ამოქმედებას, რომლის თანახმადაც, დეპუტატების მისამართით ხისტი სანქციები ამოქმედდება, კრიტიკულად აფასებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, თავად „ქართული ოცნების“ წევრები არ დადიან პარლამენტში, რის გამოც, მაგალითად, გუშინ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ კვორუმი ხშირად სწორედ საპარლამენტო უმრავლესობის არმისვლით ვარდება.

„დაიწყება თუ არა დროზე და გამოცხადდებიან თუ არა უმრავლესობის დეპუტატები, არავინ იცის და სწორედ ამ მიზეზით ჩავარდა გუშინ კენჭისყრა და კიდევ 2 საათიანი მოცდენა დაემატება ამ უსაქმურობას და გამოდის, რომ ამ ორ წელიწადში ჩემი ცხოვრების 8 დღე ვიჯექი მათ მოლოდინში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე მმართველი გუნდის განცხადებებს სამარცხვინოს უწოდებს, როდესაც ისინი ოპოზიციის წარმომადგენლების პარლამენტში სიარულზე ამახვილებენ ყურადღებას.

„ძალიან უხერხულია იმიტომ, რომ ამდენი დეპუტატი როცა ჰყავთ და პასუხისმგებლობა მათზეა, არ ცხადდებიან და აქეთ იშვერენ ხელს, ჩვენ გვინდა გამოვცხადდებით პარლამენტში და გვინდა ბრიფინგების მეშვეობით დავუწყებთ ოპონირებას, გვინდა Facebook live-ებით ვესაუბრებით , ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი, მაგრამ პასუხისმგებლობა პარლამენტის მართვასა და კანონშემოქმედებით საქმიანობაზე აქვთ მათ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლის პარალელურად რამდენიმე დღეში ამოქმედდება ახალი რეგლამენტი, რომელიც დეპუტატების მისამართით ხისტი სანქციების შემოღებას გულისხმობს.

იმ შემთხვევაში თუ კანონმდებელს სხდომების ნახევარზე მეტი ექნება გაცდენილი, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება. ასევე დასჯადი ხდება დეპუტატების მხრიდან ერთმანეთის მიმართ გამოთქმული არაეთიკური და შეურაცხმყოფელი რეპლიკები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42