„მზად ვართ, გადავიხადოთ ბიუჯეტში ერთი თვის წინმსწრებით 1,5 მილიონი ლარი“ – „ომეგას“ საგანგებო მიმართვა საქართველოს მთავრობას
პოლიტიკა - 20:02, 13 Dec, 2018     1529

„ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის ფაბრიკა „ოჯთ“-ს მენეჯმენტი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, მის მოადგილე მიხეილ დუნდუას, ასევე, შემოსავლების სამსახურის უფროს, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩ ჯასთინ მაკკენზი სმიტს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძეს და იურიდიული ფირმა „ფილდფიშერის“ პარტნიორ კოლინ გიბსონს საგანეგბო წერილით მიმართავს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიმართვა დაწერილია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლისა და მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის სპეციალური მითითებით.

მიმართვაში „ოჯთ“-ს ხელმძღვანელობა, პირველ რიგში, მადლიერება გამოხატავს ჯგუფის 1500 თანამშრომლის სახელით, რომ 2018 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ სიგარეტის აბრიკისთვის აქციზური მარკების გაცემის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ფაბრიკას მუშაობის დაუყოვნებლივ განახლების საშუალება მისცა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვა 26 ოქტომბრის საღამოს, 9 საათის შეხვედრაზე განხორციელებული შეთანხმება, რომლის პირობებიც მთავრობამ შესთავაზა ომეგასდა რომელზეც ომეგასდირექტორები დათანხმდნენ. ბრიტანეთის ელჩიც სრულად ინფორმირებული იყო. პირობა მდგომარეობდა იმაში, რომ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გადახდა უნდა გადავადებულიყო ორი წლით (კანონის შესაბამისად) და შემდეგ გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველკვარტალურად მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მთავრობის შემოთავაზება იყო 42 მილიონი ლარის (30 მილიონი ლარი ძირი და 12 მილიონი ლარი საურავი) ოდენობის გადასახადის და საურავის ჩამოწერა; ამასთან, 11 მილიონი ლარიდან გადახდილი 1 მილიონი ლარის გათვალისწინებით - დარჩენილი 10 მილიონი ლარი ექვემდებარებოდა გრაფიკის მიხედვით გადახდას. გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც ომეგამგანიცადა დემპინგის გამო, რაც საგანგებოდ იქნა დადასტურებული ატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ საჯარო ინტერვიუში.

სამწუხაროდ, მიზეზის გამო, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია, ამ შეთანხმებას, მიუხედავად იმისა, რომ მოგაწოდეთ 29 ოქტომბერს შესაბამისი წერილობითი ფორმით თქვენი მითითების შესაბამისად, მთავრობის მიერ დღემდე ხელი არ მოეწერა. უფრო მეტიც, აქციზური მარკების გაცემა, რომელიც საკმარისი იყო მხოლოდ ორი კვირის წარმოებისთვის, შემდგომში შეწყდა. ამგვარი შეჩერება განხორციელდა უკვე მეხუთედ ბოლო ორი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, შეჩერებების პერიოდი დღეის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღემატება 11 თვეს, რომლის განმავლობაშიც ფაბრიკის ოპერირება პარალიზებულია. მაშინაც კი, როცა შემოსავლების სამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა მოწოდება, აქციზური მარკების მბეჭდავმა კომპანიამსიქპამგვითხრა, რომ მათ შემოსავლების სამსახურმა რეალურად ნება არ დართო მოეწოდებინათ ჩვენთვის აქციზური მარკები.

ამავე დროს, 26 ოქტომბრის შეთანხმების შემდეგ ოჯთ- შეიძინა 5,5 მილიონი ლარის მასალა უწყვეტი წარმოებისათვის და დამატებით უკვე ჰქონდა 7 მილიონი ლარის მარაგი. მასალას აქვს შეზღუდული შენახვის ვადა. აქციზური მარკების მოწოდების განუახლებლობის შემთხვევაში, ეს მარაგი, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 12.5 მილიონ ლარს, დგება ზარალის რისკის ქვეშ.

ომეგამკეთილსინდისიერად შეასრულა მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები, რაც ოქტომბრის თვეში შეადგენდა 550,000 ლარს. აღნიშნული ვალდებულება 15 ნოემბერს იყო გადასახდელი. ჩვენ იგი გადავიხადეთ წინმსწრებით, 8 ნოემბერს.

ომეგასმუშაობის შეჩერებისა და დროებით ჩვენი ბაზრის წილის დაკარგვის მიუხედავად, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება. მარკების რეგულარული მოწოდების შემთხვევაში, ჩვენ მოველით, გაყიდვებიდან გამომდინარე, გავაკეთოთ საბიუჯეტო შენატანი დაახლოებით 5 მილიონი ლარის ოდენობით ყოველთვიურად, დაახლოებით, 60 მილიონი ლარი წელიწადში.

ამის მისაღწევად, თქვენთვის ნათელია, რომ ჩვენ აქედანვე გვჭირდება უწყვეტი და განგრძობითი მომარაგება მარკებით და აგრეთვე საგადასახადო შეთანხმების ფორმალიზება, აუცილებლობის შემთხვევაში, სათანადო განახლებით. ჩვენი მხრიდან, მზად ვართ, გადავიხადოთ ბიუჯეტში ერთი თვის წინმსწრებით 1,5 მილიონი ლარი, რომელიც წარმოადგენს 26 ოქტომბერს მიღებული 2,160,000 აქციზური მარკით ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვის შემთხვევაში სამომავლოდ გადასახდელ თანხას.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, ჩვენ მოუთმენლად ველით დავუბრუნდეთ პროდუქციის წარმოების სტაბილურობას და ეროვნულ ბიუჯეტში რეგულარულად მნიშვნელოვანი თანხების გადახდას, როგორც წარსულში. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც სარგებელს ეკონომიკისათვის, ჩვენი თანამშრომლებისთვის, ასევე ქვეყანაში ბიზნესის უფრო ფართე ნდობისა და ინვესტიციებისთვის,“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს შპს. „ოჯთ“-ის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე აწერს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42