რაქვიაშვილი ხელისუფლების მიერ გაქუმებული უწყებაის მოვალეობებსა და მიღწევებს არჭერს:
"- იყო ჩვენი სახელმწიფოებრივობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი;
- ჩვენი ქვეყნის განვითარების ყველაზე რთულ პერიოდებში, ყველა ეტაპზე და ყველა ხელისუფლების პირობებში ერთგულად ემსახურა სამშობლოს;
- ფორმალური დანიშნულებითაც და არსებითადაც იყო სახელმწიფოს მესვეურთა აზრთა გაცვლის, შეჯერების და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავების ადგილი;
- ქმნიდა ეროვნული უსაფრთხოების სფეროს სტრატეგიულ ინტელექტუალურ რესურსებს;
- აყალიბებდა ერთიან ეროვნულ მიდგომას უსაფრთხოების საკითხებისადმი;
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც 22 წლის განმავლობაში ემსახურა ამ ინსტიტუტს, ჩვენს ქვეყანას და იყო ამ უმნიშვნელოვანესი პროცესის - დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის მშენებლობის თანამონაწილე.
ეს ყოველივე მხოლოდ ისტორიის კუთვნილება არაა. ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის აქტივია რომლის გაფლანგვა დანაშაული იქნება"- აღნიშნავს რაქვიაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






