
„ქართული ოცნების“ მომხრეებმა ოპოზიციის წევრებსა და მხარდამჭერებზე მასობრივი შეტევა დაიწყეს. ინციდენტი, რომელის შესახებაც „ნიუპოსტს“ ერთ-ერთმა ფეისბუქმომხმარებელმა, დავით (დათა) პერტახიამ აცნობა, ჩუხურეთის რაიონში მოხდა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ჰყვება, მას გვიან საღამოს ორი უცნობი დახვდა, რომელსაც სახე კაშნეთი ჰქონდა შეხვეული და ურჩია, რომ „ნაცების“ პროპაგანდისთვის და „უბნის მოწამლისთვის“ თავი დაენებებინა, თორემ მისი საქმე ცუდად წავიდოდა.
რესპონდენტი ამბობს, რომ უცნობებს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, თუმცა მათ საუბარში აშკარად იგრძნობოდა მუქარა და დაბულინგება. მომხდარის შესახებ პერტახიას, რომელიც წარსულში პოლიციაში მუშაობდა, სამართლდამცავებისთვის ჯერ არ უცნობებია, რადგან მისი თქმით, იმედი არ აქვს, რომ მომხდარი ინციდენტი გამოძებული იქნება. პერტახია პროფესიით ექიმი და ასევე, პოლიციის თადარიგის ოფიცერია.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოპოზიციის მხარდაჭერებზე ანგარიშსწორება ხდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პუბლიცისტ თკოა ჩრკვიანსა დ ამის ოჯახს ქუთისის აეროპორტში თვს დაესხნენ. თვდასხმა მონაწილეობდა თბილისის საკრებულოს პროტოკოლის სამსახურის უფროსი დავით მაჭავარიანიც, რომელმაც თკო ჩრკვიანს უთხრა, რომ ქვეყანა უნდა დაეტოვებინა.
გუშინ პარლამენტშ მომხდარი ჩხუბიც იმის მაგალითა, რომ ოპოზიციაზე ანგარიშსწორება ხდება და ამაზე ხელისუფლება არ რეაგირებს, პირიქით, თავისი ქმედებებით პოლიტიკური ბულინგის წახალისებას ცდილობს.
მასალის გამოყენების პირობები






