საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა, სადაც განაცხადა რომ მას ორპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა არ სურს და გააკეთა განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა:
„2 ძლიერი ჩამოყალიბებული ძალა თავისი რესურსით, იდეოლოგიური დღის წესრიგით, მხარდამჭერებით, ამომრჩევლით, თავის ფინანსური შესაძლებლობებით ერთმანეთს უპირისპირდება. ამ ფონზე შესაძლებლობა მესამე ძალის გაჩენის, მაშინ როდესაც მესამე ძალა წარმოადგენს მათთვის თავდასხმის ობიექტს, უბრალოდ ბუნებაში შეუძლებელია. როდესაც მესამე ჩნდება, ის არის შედარებით სუსტი და უპირისპირდება ორი ძლიერი ბანაკი. მე რომ გამოვსულიყავი არჩევნებზე, მაინც ორპოლუსიანი იქნებოდა ეს ამბავი - მოხდებოდა ოპოზიციის გაერთიანება ხელისუფლების წინააღმდეგ და მე უნდა მეთამაშა ორპოლუსიან პოლიტიკაში როლი. 30 წელია ამას ვაკეთებ და აღარ მინდა. მე რომ მოვსულიყავი ამ კონსტიტუციის პირობებში, ცვლილებებს ვერ დავაანონსებდი თუ არ დავიწყებდი აგრესიულ კამპანიას. მე დეტალურად ვიცოდი, რა უნდა მეთქვა არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, რომ ვაერთიანებთ ოპოზიციას და უნდა მივიღოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც პლატფორმა მომავალი ცვლილებებისთვის. პიროვნულად არ მინდა ორპოლუსიან პოლიტიკაში ყოფნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






