საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მინისტრთა სახეზე უხერხული ღიმილი მაშინ დამთავრდება, როცა პრემიერის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება. მისი განცხადებით, გაყგებარია პოლიტიკური სისტემა, რომელშიც პრემიერ-მინისტრები თანამდებობეს გაუგებარი მიზეზებით ტოვებენ:
„საუკეთესო გამოსავალი იქნება ბიძინა ივანიშვილი გახდეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი და ბევრი რამე იქნება გასაგები ქართული საზოგადოებისთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვის,“-ამბობს პრეზიდენტი.
მისი თქმით, ივანიშვილის ამ ნაბიჯით უმთავრესი პრობლემა მოგვარდება:
„ამ 5 წლის განმავლობაში ამ პოლიტიკოსებს რომ ეკითხებოდნენ ბიძინა ივანიშვილის როლზე, მორცხვად რომ პასუხობდნენ, გაუგებრად, აღიარებენ ამ როლს თუ არ აღიარებენ, ვერ გაიგებდი. კარგი იქნება თუ ივანიშვილი დაბრუნდება, როგორაა იმ სიმღერაში? „დამთავრდება უხერხული ღიმილი“. ეს უხერხული ღიმილი, რომ დამთავრდება პოლიტიკაში ესეც მიხარია,“-ამბობს მარგველაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






