ლევან იზორიას ქონებრივი დეკლარაცია - "საერთაშორისო გამჭვირვალობის" ბრალდებები და თავდაცვის უწყების პასუხი
პოლიტიკა - 13:19, 13 Dec, 2018     5779
"თავდაცვის მინისტრის სახლების მშენებლობის არადეკლარირებული ხარჯები" - არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შემოსავლები და ხარჯები შეამოწმა. "თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 2013-2018 წლებში 2 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი აიშენა, თუმცა ამავე პერიოდში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში მათ მშენებლობაზე გაწეული ხარჯები არ მიუთითა. „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია, სხვა ინფორმაციასთან ერთად, ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითოს ნებისმიერი შემოსავალი ან გასავალი, რომელიც 1500 ლარს აღემატება.
თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ლევან იზორიამ 2 საცხოვრებელი სახლი ისე ააშენა, რომ თითოეულ შემთხვევაში გაწეული ხარჯი 1500 ლარს არ აღემატებოდა, თუმცა აღნიშნული განმარტება კითხვებს ბადებს, რადგან პირველი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ლევან იზორიამ საერთო ჯამში 230 ათასი ლარი დახარჯა. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის მიერ მშენებლობაზე გაღებული ხარჯების დეკლარაციაში არ მითითება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” შეფასებით, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონის დარღვევაა", - ნათქვამია დასკვნაში.
თავდაცვის სამინისტროში "ნიუპოსტს" განუცხადეს, რომ იზორია სახლებს ნელ-ნელა აშენებდა და ის ყველა მომდევნო ეტაპზე 1500 ლარზე მეტს არ ხარჯავდა, დეკლარაციაში კი ხარჯების ჯამური რაოდენობა არის მითიტებული. თავდაცვის სამინისტროს იურიდიულიდ ეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინისტრმა ხარჯები დამალა არის სიცრუე:
„ჩვენ ყურადღებით გავეცანით „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დასკვნას, იქ სიტყვა „დამალვა“ არ წერია. მითითებულია, რომ მშენებლობის ხარჯები არ იყო მითითებული, რაც აღვნიშნეთ კიდევაც, რომ არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან, დეკლარაციაში მითითებულია მშენებლობისას გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა. ეს ყველას შეუძლია ნახოს. რაც შეეხება ყოველწლიურ დეკლარაციაში ამ ხარჯების მითითებას, ხარჯის მითითება არ მოხდა, იმიტომ, რომ თითოეულ შემთხვევაში ეს ოდენობა არ აღემატებოდა 1500 ლარს, მშენებლობა მიმდინარეობდა დაქირავებული მუშახელის მეშვეობით და ჩვენ როგორც გავიარეთ კონსულტაცია საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ხარჯთან დაკავშირებული თანხა უნდა ყოფილიყო მითითებული იმ შემთხვევაში თუ, ერთჯერადად გადახდილი თანხა იქნებოდა 1500 ლარზე მეტი, ვინაიდან არ იყო მეტი, ამიტომ არ მოხდა ყოველწლიურ დეკლარაციაში მითითება, მაგრამ ჯამურად იქნა ასახული. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ მინისტრმა დამალა ან არ მიუთითა მშენებლობის ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაცია, არის ტყუილი. ჩვენ გავდიოდით დეკლარაციის თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით კონსულტაციებს საჯარო სამსახურის ბიუროსთან და მათთან შეთანხმებით მოხდა თითოეული პუნქტის შეთანხმება. ჩვენ კვალიფიციური კონულტაცია მივიღეთ და შეუთანხმებლად არ შეგვივსია დეკლარაცია“, - თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა ზვიად ოქროპირიძემ.

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე ამბობს, ეს ასეც რომ ყოფილიყო, იზორია მაინც ვალდებული იყო წლის ხარჯები შეეტანა დეკლარაციაში.

„ცალკე არცერთი არ ყოფილა 1500 ლარზე მეტიო. ეს ჯერ ეს ერთი, რომ ძნელად წარმოსადგენია, როგორ შეიძლება 2 თუ 3 სართულიანი სახლი ისე ააშენო , რომ არცერთი ცალკე აღებული ხარჯი არ გქონდეს 1500 ლარზე მეტი, თითო აგურს ხომ არ ყიდულობდა, თითო კაფელს, მაგრამ ასეც რომ იყოს კანონში ასე არ არის, კანონში არის, რომ თუ მთლიანობაში ამ სახლის მშენებლობის ხარჯები წლის განმავლობაში 1500 ლარზე მეტი და ცხადია იყო, უნდა იყოს მითითებული.

არ აქვს მნიშვნელობა, მართლა თითო-თითო აგური რომ ცალ-ცალკე ეყიდა და 1500 ლარი ერთბაშად არაფერზე არ დაეხარჯა, მაინც უნდა მიეთითებინა ჯამში ამ სახლის მშენებლობის ხარჯები, რაც არ არის მითითებული.

ცალსახად საქმე გვაქვს ახლა ინტერპრეტაციის საქმეა და არ ვიცით მან განზრახ გააკეთა, არ ცოდნით მოუვიდა, რაღაცის დამალვა სცადა, მაგრამ ფაქტია, რომ კანონი დაარღვია. კანონის მოთხოვნა დაარღვია და არ მიუთითა ინფორმაცია, რომელიც უნდა მიეთითებინა.

ეს წესით უნდა იყოს, რა თქმა უნდა შესაბამისი შესწავლის საგანი ხო ანუ საჯარო სამსახურის ბიურომ უნდა შეხედოს, შეიძლება დაიწყოს მისის დეკლარაციების საერთოდ ბოლო წლების დეკლარაციების გადამოწმება, როგორც წესი ვთქვათ ერთი რაღაცა მნიშვნელოვანი დარღვევა როცა ჩანს დეკლარაციაში, შეიძლება იყოს საფუძველი, რომ ზოგადად უკვე მთლიანად ჩახედოს შესაბამისმა უწყებამ,“ - ამბობს "გამჭვირვალობა -საქართველოს" წარმომადგენელი ერეკლე ურუშაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42