გამოსცემს თუ არა პრეზიდენტის შეწყალების აქტს? - არსებული ინფორმაციით, წყნეტში რესტორანში მომხდარი კრიმინალური ფაქტის გამო, გიორგი მარგველაშვილი ბოლო აქტს აღარ გამოსცემს. როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ წყნეთში მომხდარიდ აპირისპირების შედეგად, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა პატიმატმა ციხის სამი თანამშრომელი დაჭრა. კომისიის თავმჯდომარე არ ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ბოლო შეწყალების აქტის გაუქმების მიზეზი ეს არის. ზვიად ქორიძე კომისიის სხდომის დეტალებზეც არ საუბრობს.
"კომისიის სხდომა ჩანიშნა პრეზიდენტმა, შემდეგ შეაჩერა ეს კომისიის სხდომა. თუ მარგველაშვილმა არ მიიღო შეწყალების აქტი, ის საქმეები, რომლებიც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შესული განხილული იქნება შემდგომი კომისიის სხდომაზე,"-ამბობს ქორიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ამბობს, რომ შეწყალების კომისიის ბოლო მოსამზადებელი 9 სხდომა პრეზიდენტის ინიციტივით მათთვის უცნობი მიზეზით შეწყდა.
მასალის გამოყენების პირობები






