საიამ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა
პოლიტიკა - 12:10, 13 Dec, 2018     896
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა.

"2018 წლის 2 მაისს ზ. ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის „გირჩის“ წევრებთან ერთად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ნარკოტიკის შესაძლო მოხმარების გამო მოქალაქის ძალისმიერი დაკავების პროცესს შეესწრო. აღნიშნულს ზ. ჯაფარიძისა და „გირჩის“ წევრების მხრიდან სიტყვიერი პროტესტი მოყვა. ისინი პოლიციელებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის, მათ შორის, ნარკოტიკის მოხმარების გამო პირის დაკავების ფაქტის უარყოფით მხარეებს უხსნიდნენ. პროტესტი ქ. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე დაიწყო და პოლიციის II განყოფილებასთან გაგრძელდა.

ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, ზ. ჯაფარიძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.

ეროვნულმა სასამართლოებმა მომჩივნის საქმე საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე განიხილეს. სასამართლო დადგენილება მომჩივნის ინდივიდუალურ პასუხისმგებლობასა და როლთან მიმართებით არ შეიცავდა მითითებას, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოიხატა ჯაფარიძის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა. სასამართლოებმა ასევე, არ იმსჯელეს, რა ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შეფასდა მომჩივნის ქმედება შეურაცხყოფად და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობად. სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმფციის საწინააღმდეგოდ მტკიცების ტვირთი მომჩივანს დააკისრა, განმარტა რა, რომ მას უნდა ემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა. გარდა ამისა, სასამართლოებმა შეფასების გარეშე დატოვეს, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მომჩივნის გამონათქვამები რამდენად იყო დაცული გამოხატვის თავისუფლებით.

საია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში ევროპული კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-10 (გამოხატვის თავისუფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებს.

მოცემული საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ სისტემურ პრობლემებს, აღნიშნული კოდექსი ვერ აკმაყოფილებს სამართლიანი პროცესის მოთხოვნებს და სავარაუდო სამართალდამრღვევი პირისთვის არ შეიცავს საკმარის პროცედურულ გარანტიებს. ამასთან, აღნიშნულ საქმეზე მიღებულმა პრეცედენტმა შეიძლება, “მსუსხავი ეფექტი“ იქონიოს გამოხატვის უფლებით მოსარგებლე სხვა პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ" - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42