„ის ძალადობა რასაც მანამდე ხელისუფლება ახალისებდა, ახლა უკვე ეს ძალადობა გადმოიტანეს პარლამენტის სხდომათა დარბაზში. ეს ასახავს იმ ლეგიტიმაციის კრიზისს, რაც დღევანდელ ხელისუფლებას აქვს. როცა პარლამენტის წევრი, მეორე პარლამენტის წევრს ეპარება უკნიდან როგორც ეს გააკეთა ზაზა პაპუაშვილმა, მიეპარა ნიკა მელიას უკნიდან და ცდილობს რომ მას ზურგში ჩაარტყას და ამას უყურებს პარლამენტის თავმჯდომარე ტრიბუნიდან და არ აჩერებს ამას, რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ წინასაარჩევნო ძალადობაც, არჩევნების დღეს განხორციელებული ძალადობაც, ის რომ ადამიანი გარდაიცვალა, ის რომ ერთი ჯერ კიდევ სიკვდილს ებრძვის რეანიმაციაში , ის რომ იყო უმოწყალოდ ნაცემი ადამიანები ახალქალაქში, ეს ყველაფერი იყო პირდაპირ ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სალომე სამადაშვილის განცხადებით კი დღეს განვითარებული მოვლენები ადასტურებს ხელისუფლების მიერ დაწყებულ იმ კამპანიას, რომელიც ოპოზიციის დევნას უკავშირდება.
„დღეს ეს ძალადობა უკვე გადმოვიდა პარლამენტში და ჩვენ ვნახეთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლები და მათი სატელიტური პარტიები არ აძლევენ შესაძლებლობას 800 ათასი ქართველს წარმომადგენელ დეპუტატებს საქართველოს პარლამენტში გააჟღერონ ის გზავნილები რომელიც დღეს აქვს 800 ათას მოქალაქეს. ეს არის სახე დღევანდელი ხელისუფლების,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






