"გვაწვიმს თავზე, ქარში სახლი ირწევა, აქეთ ტალახი გვახრჩობს"- 4 შვილიანი ოჯახი, რომელსაც ხელისუფლებამ ავარიული სახლი შეუძინა
პოლიტიკა - 17:53, 12 Dec, 2018     1720

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეწიეთში, მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ლომთათიძეების მრავალშვილიან ოჯახს რამდენიმე წლის წინ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მეზობელ სოფელ ხიდისთავში შეუძინა, სადაც ზაურ ლომთათიძე დედასთან, მეუღლესთან და 4 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს.

დედა პენსიონერია, 4 შილიდან ორი სკოლის მოსწავლეა, ერთი საბავშვო ბაღში დადის, ყველაზე უმცროსი კი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა.

როგორც "გურიის მოამბესთან" ბავშვების დედა, თამარ გვიანიძე ამბობს, 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთით საცხოვრებელი სახლი, რომელოს შესაძენადაც მათ ხელისუფლებამ 5 ათასი ლარი გადაურიცხა, თავიდანვე ავარიული იყო. დღეის მდგომარეობით კი, იქ ცხოვრება განსაკუთრებით უამინდობაში სარისკოა. უბარგისი სახურავის გამო, წვიმიან ამინდში ოთახებში წყალი ჩამოდის, ქარიან ამინდში კი სახლი ისე ირწევა, ბავშვები ეზოში გამოჰყავთ.

გარდა მძიმე საცხოვრებელი პირობებისა ლომთათიძეებს გზის პრობლემაც აწუხებთ. განსაკუთრებით ზამთარში დედა სკოლიდან მომავალ შვილებს შუა გზაში ვალინკებით ხვდება, რადგან სახლამდე მისასვლელი ტალახიანი გზის გამოვლა სხვანაირად შეუძლებელია.

"80 წლის დედამთილი მყავს, რომელსაც მისი პენსია წამლებში არ ყოფნის. ჩემი ქმარი, ცოტა ფული რომ იშოვოს ქირაზე მუშაობს. კაფელს აკეთებს ძირითადად. სოციალური დახმარება გვაქვს, ის ბავშვების საჭმელში ძვლივს გვყოფნის. თან პატარას რძე სჭირდება, რას ასევე საყიდელი გვაქვს. არც ძროხა მყავს, არც თხა. სურვილი კი მაქვს ვიყოლიო, მაგრამ იმხელა ფასი აქვს, მაგას ჩვენ რას შევწვდებით. სახლი ისეთ მდგომარეობაშია ქარი რომ ამოვარდება, ბავშვები გარეთ გამომყავს ეზოში, მეშინია არ წაიქცეს სახლი. წვიმაში კედლები სულ გვერეცხება. ოთახებში ჩამოდის წყალი. სახლის შესაძენად 3 წლის წინ ხელისუფლებამ გადმოგვირიცხა 5 ათასი ლარი,. აქ რაღცეები იყო გასაკეთებელი და ამისთვის კერძო ბანკიდან გამოვიტანეთ 3 500 ლარი და ვიყიდეთ. ამ წლის აგვისტომდე ვიხდიდი პროცენტებს და ავედით 12 ატას ლარამდე საერთო ჯამში. ბუნებრივი გაზი გვაქვს, მაგრამ ისეთი ძვირია, გასათბობად ვერ ვიყენებთ, მარტო საჭმლის მოსამზადებლად.

მაგრამ, ამ პრობლემებთან ერთად ყველაზე უფრო გვაწუხებს გზის პრობლემა. ორი წელია ძალიან გაწვალებულები ვართ. რამდენი განცხადება დავწერე, მაგრამ უშედეგოდ. ბავშვები სკოლიდან რომ მოდიან, დავხვდე უნდა გზაზე ვალინკებით, ზოგი ზურგით გადმომყავს და ასე. მანქანა ვერ მოდის ჭიშკრამდე. ამას წინათ სასწრაფო დამჭირდა და სახლამდე ვერ მოვიდა. ამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. განცხადებაზე მპასუხობენ განვიხილავთო, სხვა არაფერი. რამდენიმე დღის წინ ხრეში დაყარეს, მაგრამ ჩემს უბანში არა, იქეთ გზაზე. აქ მოშრეს უნდაო და ეს ალბათ ზაფხულამდე არ მოშრება. მაგარი წვიმა რომაა, ბავშვებს საერთოდ ვერ ვუშვებ სკოლაში "- აცხადებს თამარ გვიანიძე.

ლიანა წივწივაძე. 79 წლის "სანამ შემეძლო შვილო, მანამ ვმუშაობდი და ვქმნიდი რაღაცას, ახლა მოხუცებული ვარ, ამხელა ოპერაცია გადატანილი. წელში მოხრილი ვერც ვმუშაობ და ვარ აგერბავშვების შემხედვარე. რაცხა პენსია მეძლევა, კი უნდა ჩემს წამლებს. ეს მთავრობაა? ვერაფერს ვერ გოუგებ. ირბინა დახმარებაზე რძალმა, რაცხა ორი კაპიკი მისცეს და მორჩა. ეგერ აწვიმს, აგერ აწვიმს, რა დღეში ვართ შვილო. წყალში გვეხრჩობა და ტალახში ბაღნები. ყველა დილას მხარზე გადაკიდული გაყავს დედამისს, რომ სკოლამდე და ბაღამდე მისვლა შეძლონ. სამი წელიწადია ვეხვეწებით ხელისუფლებას დაგვეხმარეთ, რამე გააკეთეთო და აფერი. ამხელა ქალი ძაღლურად ვარ. რაცხა ორ კაპიკს იშოვის ჩემი შვილი სამუშაოზე, ბაღნების საჭმელს ყოფნის მარტო - აღნიშნავს მოქალაქე.

ლომთათიძეების პრობლემებს იცნობს ხიდისთავში ჩოხატაურის მერის წარმომადგენელი ბენო ლომაძე, რომელიც გვარწმუნებს, რომ მათ სახლამდე მისასვლელი გზის პრობლემა უახლოეს დღეებში მოგვარდება, რაც შეეხება სამი წლის განმავლობაში უპასუხოდ დატოვებულ განცხადებებს, ამაზე ლომაძეს პასუხი არა აქვს: "ახლა სამი დღე ცუდი ამინდებია გამოცხადებული, მერე როცა გამოიდარებს და ის ადგილი ცოტას მოშრება დავყრით ხრეშს.

კი მოგვამრთა რამდენჯერმე განცხადებით მაგრამ, ნუ არ ვიცი..."- ამბობს ლომაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42