მისი თქმით, პარადოქსია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობაზე საუბრობს.
„პარადოქსულ პოლიტიკურ რეალობაში ვცხოვრობთ. ნიკა მელია მოძალადესა და კრიმინალს ირაკლი კობახიძეს უწოდებს, "ნაციონალური მოძრაობა" ძალადობაზე საუბრობს და ხელს იშვერს "ქართული ოცნებისკენ".
ნიკა მელია 45 სხდომიდან ორ სხდომას დაესწრო, სადაც პარტიიდან მინიჭებული უფლებამოსილებით იყო მოსული, რომ პროვოკაცია მოეწყო. პარლამენტისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინა და რამენაირად ხელი მოხვედროდა, რომ რომელიმე დეპუტატი პროვოკაციაზე წამოეგო. ამასაც კი ახერხებს ხოლმე, როცა ვცდილობთ, მის პროვოკაციას მოთმინებით შევხვდეთ. ნიკა მელიას ფუნქციაა, რომ პარლამენტში პროვოკაციისთვის იაროს, რადგან სადეპუტატო უფლებამოსილებას არ ასრულებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მასალის გამოყენების პირობები






