„განწყობა იქნება საკმაოდ მწვავე, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება კანონის ფარგლებში“ - ბაჩუკი ქარდავა 16 დეკემბრის აქციაზე
პოლიტიკა - 16:10, 12 Dec, 2018     668

16 დეკემბერს თელავში საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ჩატარდება. ამის პარალელურად, თელავში გაერთიანებული ოპოზიცია აქციას გამართავს.

აღნიშნულის შესახებ „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ ისაუბრა. ქარდავას განცხადებით, ხელისუფლებამ შესაძლოა, დაგეგმილი აქციით გარკვეული დისკომფორტი იგრძნოს:

„ტემპერატურას განსაზღვრავენ არა მხოლოდ ლიდერები, არამედ, განსაზღვრავს საზოგადოებისა და აქციის მონაწილეთა განწყობა. ჩემი ინფორმაციით, განწყობა იქნება საკმაოდ მწვავე იმიტომ, რომ ხალხს აქვს განცდა, რომ მას წაართვეს არჩევანის უფლება და თავზე გადაახიეს ბიულეტენები. ამდენად, როცა ვამბობთ სიმწვავეს, ეს არცერთ შემთხვევაში, არ გულისხმობს კონსტიტუციური ნორმებიდან გასვლას, კანონის დარღვევას და ასე შემდეგ. ეს იქნება პროტესტი, შეიძლება, ხელისუფლებას ეს პროტესტი მოეჩვენოს ძალიან მწვავედ, მაგრამს საზოგადოების განწყობა უფრო მწვავეა.

გაერთიანებული ოპოზიციის ყველა ლიდერი, ყველა პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც შედის გაერთიანებულ ოპოზიციაში, იქნება თელავში და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამ აქციამ მიიღოს ის ფორმა, რა ფორმაც უნდა ჰქონდეს აქციას დემოკრატიისა და არჩევანის უფლების დაცვისთვის.

დისკომფორტი სალომე ზურაბიშვილს და, ზოგადად, ხელისუფლებას აქვს, ალბათ, იმის გამო, რომ ამ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მიაღწია წარმატებას და მოუწია ყველა იმ ბერკეტის გამოყენება, რომელიც არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობაში და მან, ფაქტობრივად, ხალხს წაართვა არჩევანი. ამიტომაც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილი არ არის ხალხის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტი და სწორედ ეს საზოგადოება, პოლიტიკოსებთან ერთად, გამხოატავს პროტესტს. უკვე არის დისკომფორტი ხელისუფლებისთვის. რაც შეეხება კონკრეტულად აქციით გამოწვეულ დისკომფორტს, ჩვენ ალბათ, გვექნება სხვადასხვა კრეატიული იდეები, იქნება სიმწვავეც და თუ ეს კიდევ უფრო მეტ დისკომფორტს შეუქმნის იმ ადამიანებს, რომლებმაც მოიტაცეს არჩევნები, რომლებმაც ქვეყანაში ფაქტობრივად, გააუქმეს დემოკრატიის უმთავრესი პრინციპი, ხელისუფლების არჩევითობის პრინციპი, დისკომფორტი მათ უნდა იგრძნონ, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება კანონის ფარგლებში“, - განაცხადა ქარდავამ.

ქარდავას თქმით, სახვადასხვა ოპოზიცური პარტიებისგან, სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობდა, დაგეგმილი საპროტესტო აქცია კი ორ ნაწილად უნდა გაიყოს:

„სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დამოკიდებულებები იყო, ორ ნაწილად უნდა გავყოთ ჩვენ ეს საპროტესტო აქცია. ერთის მხრივ, ეს არის აქცია, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია, რომელმაც მოიპოვა 900 ათასამდე ამომრჩევლის ხმა, თუმცა ხელისუფლებამ 800 ათასი დაწერა და ფაქტობრივად, 80 ათასამდე ბიულეტენი გააუქმა, მაგრამ იყოს 800 ათასი, რაც ოფიციალურად დააფიქსირეს. ეს მხარდაჭერა მოიპოვა გაერთიანებულმა ოპოზიციამ და ჩვენ ვართ ვალდებული, ერთის მხრივ, დავაფიქსიროთ ის პროტესტი, რაზეც არის საუბარი, რომ საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი არ აურჩევია ქართველ ხალხს, არამედ ის დაინიშნა ბიძინა ივანიშვილის მიერ. ეს არის ერთი ნაწილი ამ აქციისა, რომელსაც ჩვენ ვატარებთ.

მეორე, რომელსლაც აუცილებლად გავაჟღერებთ, ახლა დეტალებში არ შევალ, რაც ყველასათვის საჯაროდ ცნობილია, ეს არის პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. თუ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება პროპორციული სისტემით, არ შეიცვლება საარჩევნო ადმინისტრაცია, რომელიც უკვე ფაქტობრივად კრიმინალშია გსვრილი და ამ არჩევნებით ამ ადამიანებმა იციან, რომ ჩაიდინეს ხშირ შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულებები, თუ არ შეიცვლება ეს ადმინისტრაცია, ამ პირობებში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არანაირი აზრი არ ექნება. ამ ნაწილში არის სრული კონსესუსი, ვიტყოდი, მინუს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“, რაც შეეხება არჩევნების შედეგების გაპროტესტებას, ლოგიკურია ალბათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ შემთხვევაში არის ავანგარდში, იმიტომ, რომ ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას ამ არჩევნებში, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდული ჯგუფები, ეს არ არის დაფარული, მათ სურვილი გამოთქვეს და იყვნენ მოსულები გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, აქვთ სურვილი თბილისში გამართონ აქციები, მაგრამ ამ აქციებზე ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ. ეს არის სხვა ჯგუფები, ყველას აქვს გამოხატვის უფლება“, - აღნიშნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42