ომბუდსმენი იუსტიციის სახლთან გამართულ ქსენოფობიურ აქციას გმობს და გამოძიებას ითხოვს
პოლიტიკა - 14:02, 12 Dec, 2018     1215
საქართველოს სახალხო დამცველი შემაშფოთებლად მიიჩნევს 10 დეკემბერს იუსტიციის სახლთან გამართულ ქსენოფობიურ აქციას, რომლითაც აქციის მონაწილეები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის დაშვებას აპროტესტებდნენ და რომლის დროსაც ადამიანებს, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით, შენობაში შესვლისას დაბრკოლებას უქმნიდნენ. აქციის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა განსხვავებული ეთნიკური წარმოშობის მქონე პირის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტსაც.

"აღნიშნული შემთხვევა ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნაწილის მხრიდან გამოხატულ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებებს, რასის თუ კანის ფერის გამო, ადამიანების კონკრეტული უფლებების შეზღუდვა მოჰყვეს. აქციის მონაწილეთა ქმედებები, გარდა იმისა, რომ ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს და ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი განწყობების წახალისებას, ასევე შეიცავს ადამიანების წინააღმდეგ ეთნიკური წარმომავლობის გამო ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.

ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის მონაწილეთა ქმედება გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს - საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, შეკრების ჩატარებისას აკრძალულია შენობების შესასვლელების ბლოკირება, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებოდათ ვალდებულება, პროპორციული ღონისძიებების გატარების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აღეკვეთათ აქციის მონაწილეთა ქმედება.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ სრულად შეასრულოს დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება და სამართალდამცავმა ორგანოებმა მსგავს ფაქტებზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეაგირება. ამასთან, აუცილებელია, რომ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიება ჩატარდეს, მათ შორის, მოხდეს დანაშაულის სიძულვილის მოტივის იდენტიფიცირება.

სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ფაქტების არასათანადო შეფასებამ შესაძლოა წაახალისოს სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციული პრაქტიკა, საფრთხე შეუქმნას დემოკრატიულ ღირებულებებს და უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42