საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი შეხვდა. აპატურაიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა:
„ნატო აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. მე ვისაუბრე ჩვენს პარტნიორობაზე და ამ პარტნიორობის მიმართ ნატო-ს ურყევ პოზიციაზე, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ მხარდაჭერაზე. მე მივესალმე არჩეულ პრეზიდენტის გზავნილებს, რომლებზეც მან „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეების ნებას გაატარებს, რაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ეს მოხდეს.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ პოლარიზებულ გარემოზეც, რაც საქართველოშია. ამ თემით დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა საუბარი, აგრეთვე გეგმებზე პოლიტიკური დისკუსიის წარმართვის შესახებ, რომელსაც ნატო-ს წევრი ქვეყნები მიესალმებიან. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით და მისი გზავნილებით დავბრუნდები ბრიუსელში. მინდა სალომე ზურაბიშვილს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






