თბილისში ხმაურის კონტროლი მკაცრდება
პოლიტიკა - 13:08, 12 Dec, 2018     799
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას დაავალა, ტურისტულ ზონებში ხმაურის კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრდეს.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რომლის საფუძველზეც ხმაური რეგულირდება. მისი კონტროლი კი, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა.

„სამწუხაროდ ამ მიმართულებით, სერიოზული პრობლემები გვაქვს. თბილისში ეს რეგულაცია დაცული არ არის. ტურისტულ არეალებში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა. განსაკუთრებით შეწუხებულია კალაუბნის მოსახლეობა, ასევე, სერიოზულად ზარალდება ამ უბნებში განთავსებული სასტუმროები. მინდა მუნიციპალურ ინსპექციას მივმართო - ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ეს ყველაფერი მოწესრიგდეს და დარეგულირდეს. ჩვენ რა თქმა უნდა, არავის ვერჩით - კაფეც უნდა იყოს, ბარიც, დისკო-კლუბებიც, მაგრამ ის მიდგომა, რაც ამ კონკრეტულ ლოკაციებზე ხდება მიუღებელია. გამოდგმული აქვთ დინამიკები გარეთ, ცდილობენ ერთმანეთის გადაფარვას და სრული ქაოსია. მსგავსი დამოკიდებულება არცერთ განვითარებულ ქალაქში არ არის. ამიტომ, ჩემი დავალებაა, რომ აღნიშნული პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, Google-ს რუკაზე უკვე გაჩნდა წითლად აღნიშნული არეალები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თბილისში, კონკრეტულ ადგილებში დარჩენა არ არის რეკომენდებული.

„ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეული ინვესტიციები განახორციელა, სასტუმროები ააშენა, ხალხი ყავს დასაქმებული, იმის გამო, რომ ვიღაცას გამოდგმული აქვს დინამიკები და ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მაღალ ხმაზე მოასმენინებს ხალხს მუსიკას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ამ ყველაფერს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ არსებული მდგომარეობა უნდა მოწესრიგდეს და კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42