საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ხვდება. აპატურაი თბილისში გვიან ღამით ცამოფრინდა.
ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართა და პრემიერ-მინისტრს მამუკა ბახტაძეს შეხვდა.
დაგეგმილია მოლაპარაკებები ოპოზიციისა და არასამტავრობო სექტორის წარმომადგენლებთან.
„ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მინისტრმა ზალკალიანმა მტკიცე განცხადება გააკეთა, საქართველოს მზაობის შესახებ, გააგრძელოს მუშაობა ნატოს წევრობისთვის, გაატაროს წევრობისთვის აუცილებელი რეფორმები და ითანამშრომლოს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.
ყველასთვის ცხადია, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას. ვფიქრობ, მომავალ წელს ქართველები საქართველოში გაცილებით მეტ ნატოს ნახავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ კონკრეტული სამუშაო უნდა შევასრულოთ. დავგეგმოთ, რა უნდა გავაკეთოთ ერთად, რომ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების გატარებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას,“-განაცხადა აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






