კახი კალაძე სამშენებლო კომპანიებს მოუწოდებს ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულ მოსახლეობაზე გადასაცემ ფართებზე წინადადებები წარმოადგინონ
პოლიტიკა - 13:03, 12 Dec, 2018     745

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებული მოსახლეობისთვის გადასაცემ ფართებთან დაკავშირებით, საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, დაზარალებულთა დაკმაყოფილებისთვის საწყის ეტაპზე, რამდენიმე მიწის ნაკვეთი უკვე გამოიყო.

„ბინათმშენებლობების კოოპერატივებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნული პრობლემა 3000-ზე მეტ ოჯახს 90-იანი წლებიდან აწუხებს. ჩემი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო, რომ ამ პრობლემის მოგვარებას დავიწყებდით. კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, რომელიც ამ ადამიანებს აღნიშნულ პრობლემას მოუგვარებს და მათი ბინებით უზრუნველყოფა მოხდება. უკვე შევარჩიეთ კონკრეტული არეალები, სადაც შესაძლებელი იყო მშენებლობების განხორციელება. გამოცხადებული გვქონდა ინტერესთა გამოხატვა, თუმცა სამწუხაროდ, არცერთი დაინტერესებული კომპანია არ აღმოჩნდა, ვინც ამ პროექტებს განახორციელებდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია დაინტერესებულ პირებთან და სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.

„მესმის სამშენებლო კომპანიების, რადგან ყველას საკუთარი ბიზნესმოდელი აქვს, თუმცა ჩვენ მიდგომა შევცვალეთ. აღნიშნული პროექტებით ძალიან ბევრი სამშენებლო კომპანიაა დაინტერესებული, ისინი დაზარალებულ მოქალაქეებთან ერთად მოდიან და მერიას სხვადასხვა წინადადებას სთავაზობენ. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მინდა მივმართო სამშენებლო კომპანიებს, აღნიშნულ მიწებზე საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ. გვინდა, მათი წინადადებები მერიის ვებგვერდზე განვათავსოთ, სადაც მათი ნახვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ მხარესა და კომპანიას ექნება. გამარჯვებულად კი ჩაითვლება ის, რომელიც დედაქალაქის მერიას მეტ ფართს შესთავაზებს, რათა საცხოვრებლით რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაკმაყოფილდეს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42