პრეზიდენტის ადმინისტრაციიდაბ თამაშრომლების შესაძლო გათავისუფლებას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე ეხმაურება და აღნიშნულს, საჯარო სამსახურის პრინციპის აბუჩად აგდებას უწოდებს.
ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მეორე და მესამე პრეზიდენტების დროსაც მუშაობდნენ, შესაძლოა კომპენსაციის გარეშე დაითხოვონ. საუბარია 114 ადამიანზე. სერგი კაპანაძის განცხადებით, მმართველ ძალას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარი სურვილისამებრ შერჩეული ადამიანების დანიშვნა სურს.
„ეს არის საჯარო სამსახურის პრინციპის უბრალოდ აბუჩად აგდება და ეს ახალი არ არის ამ ხელისუფლების პირობებში. ამას აკეთებენ ისინი წლებია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნათელი გამოვლინება. როგორც ერთი ოლიგარქის ხუშტურის შესაბამისად დასვეს პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და ხალხის მანდატი არ გააჩნია, ახლა უნდათ, რომ ადმინისტრაციაში მომუშავე პროფესიონალები, რომლებიც წლების განმავლობაში იქ არიან და ემსახურებიან საჯარო სამსახურს, გაუშვან და ასევე ხუშტურით შერჩეული ადამიანები მიიყვანონ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






