რუსეთში კრიმინალის ქართველი ნათლიმამა დაიჭირეს - რა ეჭვები არსებობს შაქრო კალაშოვზე რომელ "კანონიერ ქურდს" ემუქრება სიკვდილი
კრიმინალი - 12:34, 12 Dec, 2018     6713

იმის მიუხედავად, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთი ამბავი ატეხეს, ხელისუფლება "კანონიერ ქურდებს" სთხოვს დახმარებას, აგერ, თურქული ციხიდან მინდია გორაძე (იგივე ლავას ოღლი) და ნადირ სალიფოვი (იგივე გულუ) გააშვებინა, ხოლო რუსეთში ხელშეუხებლობის გარანტია კახა ფარფალიას მისცესო, არ გამართლდა. ჯერ ერთი, თურქულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გორაძეც და სალიფოვიც კვლავ ციხეში რჩებიან, ხელეუხებელი ფარფალია კი... გასულ კვირას დააპატიმრეს.

"კახას დაპატიმრება ნამდვილი შოკი იყო. ჯერ ერთი, ის არასოდეს ყოფილა ნასამარლევი, მეორე - მას ეჭირა რუსეთის საერთო და მესამეც - მისი გავლენით, ქურდებს შორის სისხლიანი დაპირისპირება დამთავრებლი იყო. ახლა კი ყველაფერი აირევა, რადგან ფარფალია მთელი ბუკეტით დააკავეს იარაღი, ნარკოტიკები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადვილად ვეღარ დაუსლხტება პოლიციას. კახა აქამდე 31-ჯერ იყო დაკავებული, მაგრამ მაქსიმუმ ერთი დღის შემდეგ, თავისუფლებაზე გამოდიოდა. ახლა კი ყველა ხვდება, რომ მას ჩასვამენ, რამაც სიტუაცია უკვე არია" - გვითხრა მოსკოვში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ქართველმა, რომელიც ფარფალიას გარემოცვაშია.

როგორც ჩანს, სიტუაციის კონტროლი, მართლაც, გაჭირდება, რადგან ე.წ. ობშიაკის გადაბარება უკვე მოითხოვა თბილისელმა ქურდმა, ედუარდ ასატრიანმა, რომელსაც დანარჩენი ქურდები ნაკლებად ენდობიან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასატრიანს ყველაზე დიდი დაჯგუფება ჰყავს და სისხლიანი გარჩევების დაწყების შემთხვევაში, ყველა ვარიანტში, გამარჯვებული გამოვა, თუმცა მთავარი პრობლემა ეს არ გახლავთ...

რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ნომერ პირველ ქურდად შერაცხულმა შაქრო კალაშოვმა ახალი ქურდების "მონათვლას" ვეტო დაადო, აქაოდა, ჯერ გავერკვიოთ, ვინ ვართ, რამდენი ვართ და ახალი წევრები მერე შემოვიერთოთო. მაშინ კალაშოვის წინააღმდეგი ვერავინ წავიდა, თუმცა ნოემბრის მიწურულს, კვიპროსზე, ვაჟა ბიგანიშვილმა ქურდად ვინმე "სოსო გაგრინსკი" მონათლა, რასაც სხვა ქურდების უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა ვაჟამ შემოთვალა, ქურდების მონათვლაზე აკრძალვა რაღაც პოლიციურ შეთქმულებას ჰგავსო, რაც პირდაპირ მიანიშნებდა, რომ ის კალაშოვის გადაწყვეტილებას არათუ ეთანხმებოდა, არამედ, მას სამართალდამცავებთან თანამშრომლობაშიც ადანაშაულებდა.

ვაჟას საქციელი, მინიმუმ, იმას ნიშნავს, რომ ახალი ქურდები მალე შეემატება "კრიმინალურ სამყაროს" და საშიშროება იმისა, რომ ვიღაცები ამ სტატუსს არა დამსახურების, არამედ, დიდი ფულის გამო მიიღებენ, ისევ არსებობს.

ერთადერთი იმედი, რაც ქურდებს აქვთ, 2019 წლის გაზაფხულია, როცა ციხიდან ტარიელ ონიანი გამოვა. მისი მომხრეები უკვე ერთიანდებიან, ძალას იკრებენ და ამბობენ, რომ ქურდული სამყარო სწორედ ტაროს უნდა გაჰყვეს და ის უნდა აღიარონ ლიდერად. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს და თან, ჯერ არავინ იცის, მისცემენ თუ არა რუსი სამართალდამცავები ონიანს მათ ქვეყანაში დარჩენის უფლებას. თუ ამის უფლება არ ექნება (რაც კანონიერადაც ამცნეს ტარიელს), მაშინ ონიანი ევროპაში წავა, იქიდან კი რუსეთის კონტროლი, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება.

თავისი ლიდერის გათავისუფლებას ელოდებიან ჩეჩენი ქურდებიც. ახმედ დომბაევიც, ონიანის მსგავსად, ციხეს 2019 წელს დატოვებს და რაც მთავარია, მას რუსეთიდან გაძევება არ ემუქრება, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეა. ჩეჩნური კლანი ბოლო დროს უკანა პოზიციებზეა, რადგან ლიდერის არყოლის გარდა, მას სერიოზული ფინანსური პრობლემებიც ედგა და ახლა მოგვარებას სწორედ დომბაევის ხელით შეეცდება.

ასე არეული ქურდული სამყარო არასოდეს ყოფილა. ევროპის ლიდერი ლაშა შუშანაშვილი ციხეშია, რუსეთის ლიდერი ფარფალია დაიჭირეს, თურქეთში მყოფი სალიფოვიც ციხეშია და, პრაქტიკულად, არავინ დარჩა, ვინც ლიდერობას აიღებს. შესაძლოა, სურვილი ბევრს ჰქონდეს, მაგრამ სურვილის უკან შესაძლებლობაც უნდა იდგეს. ედიკ ასატრიანის მცდელობა შესაძლოა, მისი სიკვდილით დასრულდეს, რადგან მას ძალიან ბევრი ქურდი ერჩის და იმის მიუხედავად, რომ ასატრიანს დაცვის ათმანქანიანი კორტეჟი დაჰყვება, მისი ლიკვიდაცია შეუძლებელი მაინც არ არის.

სხვათა შორის, ასატრიანმა ფარფალიას გარემოცვის კეთლიგანწყობის მოსაპოვებლად პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა და ერთ-ერთ გავლენიან ქურდს, ბადრი კოღუაშვილს ახლათახალი ბენტლი აჩუქა, მაშინა ნა მილიონ, როგორც რუსეთში ეძახიან. სამაგიეროდ, როსტოვში მყოფი ქურდი, ნოდარ ასოიანი, იგივე ნოდარ რუსტავსკი პირდაპირ აცხადებს, რომ ობშიაკში თანხის შეტანას იმ წამიდან შეწყვეტს, როცა ობშიაკი სამართავად ასატრიანის ხელში მოხვდება. ამ აზრზე კიდევ ბევრი ქურდია და არსებობს საშიშროება, რომ ცალკე საერთო გაკეთდეს, რაც ქურდული წესებით მიუღებელია" - გვეუბნება მოსკოვში მცხოვრები ქართველი.

ასეა თუ ისე, მსოფლიოს ლამის ნებისმიერ კუთხეში, კრიმინალური სამყარო ქართველების, ან საქართველოში დაბადებული ადამიანების გარშემო ტრიალებს. სამწუხაროდ, ე.წ. ქურდული მენტალიტეტი ისევ ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი ქართველი ახალგაზრდების ნაწილს და 21-ე საუკუნეში ოცნებად აქვთ ქურდობა გადაქცეული. ეს მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სხვა რამეებისკენ არის მიმართული და სერიოზული ეჭვი გვაქვს, "ქურდული გაგება" კიდევ კარგა ხანს იქნება მოდური, იმის მიუხედავად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ მიმართულებით კანონი გაამკაცრა და ნებისმიერი ქუჩური გარჩევა დასჯადი გახადა.

წყარო: გაზეთი "ვერსია"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42