"საჯარო სამსახურის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული მოხელეების უფლებებს" - IDFI
პოლიტიკა - 11:44, 12 Dec, 2018     717

IDFI საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს მხარი არ დაუჭიროს შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო კანონპროექტის ავტორებს მოუწოდებს გაიწვიონ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რადგან ინიცირებული ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებებს.

მათივე განმარტებით, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში ეფექტური, მდგრადი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას და მთლიანობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას.

"2018 წლის 6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა გურამ მაჭარაშვილმა და რატი იონათამიშვილმა დაარეგისტრირეს ცვლილების პროექტი საჯარო სამსახურის შესახებ კანონში. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა წრის გაფართოება და მასში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა მოქცევა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად შესაძლებელი ხდება შეიცვალოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე საჯარო მოხელეების სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები დაკარგავენ საჯარო მოხელის სტატუსს და ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე შესაძლოა განთავისუფლდნენ სამსახურიდან პრეზიდენტის უფლებამოსილების ამოწურვისას.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხა ისედაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მოსამსახურეების დანიშვნის შესაძლებლობას, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულ თანამშრომლებს შორის არიან პროფესიული საჯარო მოხელეები, რომლებიც საჯარო სამსახურის შესახებ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით უვადოდ არიან დანიშნული თანამდებობაზე. დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივა ცვლის ამ მოხელეების სტატუსს და უხეშად არღვევს მათ უფლებებს.

IDFI უარყოფითად აფასებს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილების პროექტს და მიიჩნევს, რომ ის საფრთხის წინაშე აყენებს საჯარო მმართველობის რეფორმას. საჯარო სამსახურის რეფორმა საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იყო და მიზნად ისახავდა კარიერულ პრინციპზე დაფუძნებული კვალიფიციური, პოლიტიკურად ნეიტრალური, მერიტოკრატიული და ეფექტური საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებას. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიზანი სწორედ საჯარო სამსახურის მდგრადობის უზრუნველყოფა და მოხელეთა დაცვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნა იყო, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საჯარო სამსახურის, როგორც ერთიანი ინსტიტუტის ჩამოყალიბებას და დაიცვას საჯარო მოხელეები პოლიტიკური რყევებისგან.

საჯარო სამსახურის რეფორმა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების (მე-4 მუხლი) და ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამ რეფორმის ფარგლებში მიღწეული შედეგები არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასების საფუძველი. 2018 წლის ნოემბერში საჯარო სამსახურის შესახებ კანონის ძალაში შესვლას დადებითად გამოეხმაურა ევროპარლამენტი, რომლის რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტის მოლოდინია მოხდეს კანონის სრული იმპლემენტაცია, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის მდგრად განვითარებას. შემოთავაზებული ცვლილებები საფრთხის წინაშე აყენებს საქართველოს მიერ ამ სფეროში მიღწეულ საერთაშორისო აღიარებას და ჩრდილს აყენებს საჯარო სამსახურის რეფორმის სულისკვეთებას.

კითხვებს აჩენს ის გარემოებაც, თუ რატომ მოხდა აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, მაშინ როდესაც მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ამჟამინდელი პოზიცია ამ ცვლილებას. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების დანაწილებისა და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის სტრუქტურის და საკადრო უზრუნველყოფის შესახებ განსხვავებული სამართლებრივი რეგულირების გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინსტრაციის მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

IDFI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს შემოთავაზებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხოლო კანონპროექტის ავტორებს მოუწოდებს გაიწვიონ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რადგან ინიცირებული ცვლილება ლახავს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებული საჯარო მოხელეების უფლებებს, რისკის ქვეშ აყენებს საქართველოში ეფექტური, მდგრადი და პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო სექტორის ჩამოყალიბებას და მთლიანობაში საჯარო მმართველობის რეფორმის წარმატებით განხორციელებას" - აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42