მომღერლის მამამ ჩამოაყალიბა ჯგუფი „The Jackson 5“, პატარა მაიკლმა კი საკუთარი ტალანტით ჯგუფის სხვა წევრებზე დიდი პოპულარობის მოპოვება შეძლო და იგი ლიდერად იქცა.
ჯგუფთან ერთად, ჯექსონი სოლო კარიერის შექმნით იყო დაკავებული. მან რამდენიმე საკუთარი ალბომი ჩაწერა, მათ შორის: «Got To Be There», «Ben», « Music and Me», «Forever, Michael».1978 წელს მაიკლ ჯექსონი გადაიღეს მიუზიკლში - „The Wiz“, ერთი წლის შემდეგ კი გამოუშვა ალბომი სახელწოდებით, „Off the Wall“, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. 1982 წელს მსოფლიომ ხელოვანის მორიგი ალბომი, „Thriller“ იხილა, სწორედ ეს ალბომი აღიარეს მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად და მან ჯექსონს „გრემის“ 8 პრემია მოუტანა.
მეშვიდე ალბომის, „Bad“-ის გამოსვლის შემდეგ, 1987 წელს ჯექსონმა პირველი მსოფლიო ტურნე მოაწყო. სამომავლოდ ვარსკვლავმა კიდევ რამდენიმე სტუდიური ალბომი გამოუშვა, მათ შორის: „Dangerous“ (1991 წელს), „Invincible“ (2001 წელს), „The Ultimate Collection’ Box Set“ (2004 წელს), მისი სიმღერები - „You Are Not Alone“, „Earth Song“ და „Black or White“ კი მსოფლიო ჰიტებად იქცა.
2009 წელს მომღერალი კიდევ ერთი ალბომის გამოშვებას გეგმავდა, თუმცა 25 ივნისს გარდაიცვალა. პოპ-მუსიკის მეფის გარდაცვალებამ შეძრა არა მხოლოდ მისი გულშემატკივრები, არამედ მთელი მსოფლიო.
მაიკლ ჯექსონი პოპ-მუსიკის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აღიარეს, იგი 25-ჯერ შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, ასევე 395 სხვადასხვა პრიზს ფლობდა, მათ შორის „გრემის“ 15 პრემიას. თუმცა, ლეგენდარული მომღერალი ცნობილი იყო, როგორც საკუთარი კარიერით, ასევე სასიყვარულო რომანებით.
ვარსკვლავის ბავშვობის სიყვარული, მსახიობი ტატუმ ო’ნილი გახლდათ. რომელმაც 13 წლის ასაკში ფილმისთვის, „Paper Moon“, „ოსკარი“ მიიღო.
მაიკლი ტატუმს პირველად 1975 წელს, ერთ-ერთ სადღესასწაულო საღამოზე, პოლ მაკარტნის იახტა „Queen Mary“-ზე შეხვდა.
დამწყები ვარსკვლავების სასიყვარულო ისტორია, არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ არცერთი მათგანი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყო.
ჯექსონი 1981 წელს, 15 წლის მოდელს, ბრუკ შილდსს „Academy Awards“-ის დაჯილდოვებაზე შეხვდა. შილდსის სიტყვებით, მათ შორის სექსუალური ურთიერთობა არ ყოფილა და ისინი უბრალოდ, კარგი მეგობრები იყვნენ.
თუმცა ამ აღიარებას, შილდსისთვისა და ჯექსონისთვის ხელი არ შეუშლია, ყოფილიყვნენ ერთად 5 წლის განმავლობაში.
ჯექსონის მამის თქმით, მაიკლი ამ ურთიერთობას „რომანტიულად სერიოზულს“ უწოდებდა, თუმცა, ხუთი წლის შემდეგ მათი ურთიერთობაც დასრულდა.
შილდსის შემდეგ, ჯექსონს მოცეკვავე, ტატიანა ტამბტზენთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო მომღერლის კლიპში, „The way you make me feel“ და ვარსკვლავის ყოფილი მეგობარი გოგონას როლი შეასრულა.

მოცეკვავე მომღერალს სხვადასხვა ტურნეებსა და „გრემის“ ფესტივალებზე თან ახლდა. ტამბზენი გახდა ცნობილი, როგორც პირველი ქალბატონი, რომელსაც ჯექსონმა პირველად აკოცა გულშემატკივრების დასანახად.
სასიყვარულო რომანი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. მომღერლის მენეჯერებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ურთიერთობა ვარსკვლავის პირველ მსოფლიო ტურნეზე უარყოფითად აისახებოდა, იგი გაათავისუფლეს და მის მაგივრად შერილ კროუ მიიღეს.
პირველი მეუღლე, ლეგენდარული ელვის პრესლის ქალიშვილი, ლიზ მარი, მომღერალმა 1974 წელს გაიცნო, მაგრამ მათი ურთიერთობა მხოლოდ 1993 წელს დაიწყო, 1994 წლის 26 მაისს კი დაქორწინდნენ.
საქორწილო ცერემონიალი დახურული იყო.
ჯექსონსა და მარის საერთო შვილები არ ჰყავდათ. ორი წლის შემდეგ, 1996 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. თუმცა მათ კარგი, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს.
ჯექსონი პრესლისთან განქორწინებული არ იყო, თუმცა იგი პირადი დერმატოლოგის ასისტენტს, დები როუს ხვდებოდა.

ლიზ მარისთან განქორწინების შემდეგ, 1996 წლის 13 ნოემბერს, ჯექსონი და როუ დაქორწინდნენ. მათ ერთად 3 წელიწადი იცხოვრეს. მათ ქალიშვილი და ვაჟი შეეძინათ.

1999 წლის 8 ოქტომბერს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. განქორწინების მიზეზი უცნობია, თუმცა დაშორების შემდეგ, როუმ მომღერლისგან 10 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო, შვილების აღზრდის სრული უფლება კი ჯექსონს გადასცა.

მასალის გამოყენების პირობები






