"ახლადარჩეული პრეზიდენტის კაპრიზი" - ოპოზიცია მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე საუბრობს
პოლიტიკა - 20:51, 11 Dec, 2018     1819
ოპოზიცია ახლადარჩეული პრეზიდენტის კაპრიზს უწოდებს იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელი ყოველგვარი გაფრთხილებისა და კონპესაციის გარეშე გაათავისუფლოს.


„ძალიან კარგი გააკეთა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, რომ არ გამოიყენა ისეთივე რეპრესიული ზომები, რასაც ახლა აპირებს ახალი პრეზიდენტი. მას უნდა, რომ დაასუფთავოს მთელი ველი და მთელი ეს გამოცდილი ადამიანები დაითხოვოს და შეავსოს საკუთარი გემოვნებისა და საკუთარი სურვილის მიხედვით. აგერ არის „ჩემი ცოლის დაქალები“ და ალბათ, ხვალ შეიძლება, სერიალი გადაიღონ, რომელსაც ჩემი პრეზიდენტის დაქალები ერქმევა. თუ ეს დაქალებისა და საახლობლოსათვის კეთდება, მით უმეტეს დამამცირებელია ეს პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ევროპული საქართველოს" წევრი, ხათუნა გოგორიშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილმა, ყოველგვარი კონპესაციის გარეშე, გაათავისუფლოს თანამშრომლები.

„ეს კანონპროექტი არის პირდაპირ მიმართული იმისთვის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახლა მომუშავე თანამშრომლები გაუშვან სამსახურიდან და გაუშვან არა იმ ნორმით, რომელიც დღეს მოქმედებს, რომელიც ითვალისწინებს, რომ რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, ჯერ ეს დროში იწელება და მეორე, რაც მთავარია, ეს ადამიანები, ყველა, ვინც იქნებიან გაშვებულები, აიღებენ ორთვიან კონპესაციას. ეს კეთდება ერთადერთი მიზეზის გამო, რომ კანონის მიღებიდან დაკმაყოფილდეს ახლადარჩეული პრეზიდენტის კაპრიზი - ყველა გაუშვან სახლში და საკუთარი შეხედულებით, ალბათ, ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს დასასაქმებელი ქართული ოცნების საარჩევნო შტაბიდან და მათთვის ადგილები გაათავისუფლონ,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42