მიუხედავად კრიტიკული შეფასებებისა. "ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.
„ერთია, რომ ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებელი მისიების დასკვნები, რომელიც ცალსახად აღიარებს, რომ ეს არჩევნები იყო დემოკრატიული, თუმცა, აღიარებენ რაღაც გარკვეულ ხარვეზებს. გასაგებია, რომ შესაბამისად, ეს არჩევნები იყო პოლარიზებული და შესაბამისად, ესეთი ფორმა მიიღო საარჩევნო კამპანიამ, თუმცა, მე ვერ ვიტყოდი და ეს დაადასტურა საერთაშორისო თანამეგობრობამ, რომ ეს იყო მაინც დემოკრატიული არჩევნები და მე ვერ ვიტყოდი, რომ რამე განსაკუთრებულ ტესტის არ ჩაბარებასთან გვაქვს საქმე,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სომხეთის შესახებ გამოქვეყნებულ შეფასებაში წერია, რომ საარჩევნო პროცესი სომხეთში ცალსახად სარგებლობდა ხალხის ფართო ნდობით და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით. საქართველოში ჩატარებული არჩევნების შეფასებისას კი, სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში დარღვევებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
მასალის გამოყენების პირობები






