"უნიჭოდ გაფლანგული რეპუტაცია, რომელიც მოქალაქეებმა მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს" - გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას ეხმაურება
პოლიტიკა - 19:06, 11 Dec, 2018     1081
"ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას გამოეხმაურა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო და საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს.


გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ შევადარებთ საქართველოსა და სომხეთის შესახებ აშშ-ის სახელმწიფოს მიერ გაკეთებულ შეფასებას, ჩანს, რომ საქართველოს მიერ მოპოვებული რეპუტაცია უკვე გაფლანგულია.

"ჩვენ ვხედავთ, რომ უნიჭოდ არის გაფლანგული ის მტკივნეულად, კბილებით მოპოვებული რეპუტაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს... მას შემდეგ, რაც გავეცანით სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას სომხეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ჩვენ შევადარებთ ამ შეფასებას იმ შეფასებას, რაც ეუთომ, ოდირმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა chathamhouse-მა და ა.შ. გააკეთა ჩვენ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ უნიჭოდ არის გაფლანგული ის მტკივნეულად, კბილებით მოპოვებული რეპუტაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს.

"როდესაც ქართველი დიპლომატები ჩადიან ბრიუსელში, ელაპარაკებიან ნატოს და ევროპის კავშირის წარმომადგენლებს, ელაპარაკებიან დედაქალაქებში და უყვებიან იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი არის უფრო წინ, ვიდრე სხვაგან, გამოდის რომ ჩვენ უტიფრად, დღევანდელი შედეგებიდან გამომდინარე, უტიფრად ვატყუებთ ჩვენს პარტნიორებს. არ შეგვრჩება, სამწუხაროდ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სომხეთის შემთხვევაში განცხადებაში წერია, რომ შეერთებული შტატები ეთანხმება ეუთოს წინასწარ დასკვნას, რომ სომხეთში საარჩევნო პროცესი სარგებლობდა ხალხის ფართო ნდობით და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვით.

საქართველოს შესახებ კი, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლი აცხადებდა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია მრავალრიცხოვანი დარღვევებით და ყურადღებით დააკვირდება, როგორ შეასრულებს ქართული მხარე ახალ კონსტიტუციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42