"მივაწვდინეთ ხმა, იმ სიბინძურეზე, რომელიც ტრიალებს სუს-ისგან ჩვენ მხარეს" - მაჩალიკაშვილები დიპლპმატებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 16:51, 11 Dec, 2018     903
დიმპლომატიური კორპუსი პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმით დაინტერესდა. დიპლომატებს ინფორმაცია დღეს EMC-მ და მოკლულის ოჯახმა გააცნო.


მალხაზ მაჩალიკაშვილმა დიპლპმატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალურად აუხსნა, როგორც სპეცოპერაციის დეტალები, ასევე მისი შვილის მკვლელობის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

ოჯახი პროტესტს გამოთქვამს, რომ სპეცოპერაციის შემდეგ კვლავაც არ აქვთ წვდომა საქმის მასალებზე.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აღნიშნავს, რომ ამ დრომდე ოჯახის კითხვებს საგამოძიებო უწყებები უპასუხოდ ტოვებენ.

„შევეცადეთ ყველანაირად მიგვეწვდინა ის ხმა, რა სიბინძურე ტრიალებს სუს-ისგანმომართული ჩვენ მხარეს,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის დადგენას ითხოვს სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა, მედიკო მარგოშვილი.

„აღიარონ, რომ არ იყო თემირლანი რამეში დამნაშავე და გავუზიარეთ სიმართლე, რაც არსებობდა თემირლანის მიმართ და გვაქვს იმედი, რომ ადვოკატების და ამ ორგანიზაციის მეშვეობით მივაღწევთ სიმართლეს,“ - აღნიშნა მედიკო მარგოშვილმა.

მარიამ კუბლაშვილის თქმით, დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლებმა მაჩალიკაშვილების საქმე პირადად ოჯახისგან მოისმინეს.

„იყო კითხვები დნმ-თან დაკავშირებით, ხომ არ ნიშნავს ის, რომ დნმ აღმოჩნდა ხელყუმბარაზე, ეს პირდაპირ რაიმე შემხებლობაში ან აუცილებლად ადასტურებს თემირლან მაჩალიკაშვილის ბრალეულობას,“ - ამბობს ადვოკატი.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორს, თამთა მიქელაძის თქმით, EMC ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის უკვე ამზადებს განაცხადს.

„ჩვენ რაიმე მოლოდინები, რომ პროკურატურას ეყოფა გამბედაობა, ნეიტრალიტეტი ამ საქმის გამოძიების, არ გვაქვს. EMC უკვე ამზადებს განაცხადს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის. ეს იქნება მაჩალიკაშვილების საქმე საქართველოს წინააღმდეგ,“ - განაცხადა მიქელაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42