"ეს არის დარტყმა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაზე და საქართველოს მთავრობამ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს" - ბათუ ქუთელია აშშ-ის ელჩის შესაძლო დაბლოკვას ეხმაურება
პოლიტიკა - 15:33, 11 Dec, 2018     1441

Foreign Policy-ს სკანდალური სტატია - რატომ არ ჰყავს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი ელჩი? სკანდალური სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩართულობითა და ჩარევით დაიბლოკა ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა, რაც შესაძლოა დიდი დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდეს.

ექსპერტი ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველომ რაც შეიძლება მალე მოაგვაროს არსებული სიტუაცია, იმისათვის, რომ ქვეყანას სამომავლო პრობლემები არ შეექმნას:

„ეს საკითხი, საკმაოდ დიდი ხანია უკვე განხილვის საგანია, ამ თემაზე საუბრობენ კულუარებში, თუმცა, საჯაროდ ამაზე არ მიდიოდა განხილვა, იმ იმედით, რომ საქართველოს ხელისუფლება ბოლო-ბოლო მოეგბოდა გონს და ასეთი ტიპის შანტაჟის ენით არ დაელაპარაკებოდა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს. არ გამოიყენებდა ბოროტად იმ ნდობას, კეთილგანწყობას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. თუმცა, ამ ინფორმაციამ თავი არ დამალა. ცოტა ხნის წინ გაიჟღერა ქართულ მედიაშიც და ახლა უკვე ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა გამოცემამ, რომელიც საგარეო პოლიტიკურ თემებს აშუქებს, გამოაქვეყნა სტატია, სადაც საკმაოდ დეტალურად არის აღწერილი თუ რა პროცესები მიდიოდა ამ თემასთან დაკავშირებით, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ჩართულობაც ამ საკითში, თუმცა ფორმალურად ბუნებრივია ისინი ამას ვერ ადასტურებენ, აქედან გამომდინარე, ეს არის ძალიან მძიმე დარტყმა, ქართულ-ამერიკული სტრატეგიული პარტნიორობისთვის და უმჯობესია, რომ საქართველოს მთავრობამ მალე მოაგვაროს ეს საკითხი და გასცეს კონკრეტული პასუხები ამ შეკითხვებს, რაც დღეს უკვე ძალიან აქტიურად განიხილება როგორც საქართველოში, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებში“, - აღნიშნავს ბათუ ქუთელია.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის ერთ-ერთ მიზეზად, გამოცემის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ბრინკს მიხეილ სააკაშვილის მეგობრად მიიჩნევს, ქუთელია ამბობს, რომ ასეთი მიდომა ხელისუფლების მხრიდან არის კატასტროფა, რადგან, მისი განმარტებით, ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიაში არ არისებობს ფაქტი იმისა, რომ ელჩი რომელიმე კონკრეტული ლიდერი მეგობარი ყოფილიყო, არამედ მისი მოვალეობაა იყოს ქვეყნის მეგობარი.

„თუ ასეთ არგუმენტს აყენებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ეს არის სრული კატასტროფა, შეიძლება ვთქვათ, იმიტომ, რომ თუ ამ ხალხს აბარია ჩვენი ქვეყანა და საგარეო პოლიტიკა და ამას აყენებენ როგორც მოთხოვნას, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია მაშინ ჩვენი საგარეო პოლიტიკა. ბრიჯიტ ბრინკი არის კარიერული დიპლომატი, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ბევრ სხვადასხვა ტანამდებობაზე ის ფარავდა საქართველოსაც. ის არის საქართველოს მეგობარი და თუ გადავხედავთ ასევე სხვა ელჩებსაც, არ ყოფილა შემთხვევა, ამერიკის საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ისტორიაში, რომ ელჩი ყოფილიყოს, რომელიმე კონკრეტული ლიდერის მეგობარი, ელჩის მთავარი ამოცანა არის, რომ იყოს იმ ქვეყნის მეგობარი და ხელი შეუწყოს სტრატეგიულ პარტნიორობას, ბრიჯიტ ბრინკსმა ბევრი გააკეთა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობისას, როდესაც საქართველოში ელჩის მოადგილე იყო და დაბრუნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2009 წელს, როდესაც ჩვენს რეგიონს კურირებდა, ძალიან კარგად იცის ქართული პოლიტიკა, ძალიან კარგად ერკვევა ბევრ ნიუანსებში და არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი, ამიტომ, მე ვთვლი, რომ ასეთი საკითხის დაყენება იყო ძალიან დიდი უგუნურობა, მაგრამ რადგან ასეთმა ინფორმაციამ გაჟონა, უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს იყო რეალური მიზეზი“, - აღნიშნავს ბათუ ქუთელიამ.

ექსპერტის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყნის მშენებლობა-განვითარება სწორედ ამ ურთიერთობაზეა დამოკიდებული:

„ამერიკის შეერთებული შტატებია რის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, მასთან ახლო ურთიერთობაზე და ამ სტრატეგიულ ურთიერთობაზე არის დამოკიდებული ზოგადად ქართული სახელმწიფოს მშენებლობა. ქართული დემოკრატიის წინსვლა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, ძალიან ხშირად, ამერიკის შეერთებულ შტატებს გადამწყვეტი როლი უთამაშია იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება არ აცდენილიყო სწორ გზას. ყველაფერი ეს, შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ, ამის ბევრი ნიშნები გამოჩნდა. ესეც ერთ-ერთი სიმპტომია. როდესაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო კონსტიტუციის რეფორმით ძალაუფლების კონსოლიდაცია, ეს იყო პირველი ნიშანი, რომ საქართველოს არასწორი ტრაექტორიით აგრძელებდა განვითარებას, არჩევნების შეფასებებიც ამის დამადასტურებელია. ეს არის სახელმწიფოს მიტაცების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი, როდესაც ადამიანთა ერთ ჯგუფს აქვს ხელისუფლება ჩაგდებული“, - აცხადებს ბათუ ქუთელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42