სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ათონელის ქუჩაზე მდებარე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ინაუგურაციამდე ვერ მოესწრება, თუმცა პრეზიდენტი მუშაობის დაწყებას შეძლებს.
„ვფიქრობ, რომ გარკვეული ეტაპისთვის იქნება მზად, რომ პრეზიდენტმა შესძლოს შევიდეს და დაიწყოს მუშაობა. მიუხედავად ყველაფრისა, არ არის აქ აუცილებლობა იმის, რომ გინდა თუ არა დავაჩქარო და რაღაც გავაფუჭო სიჩქარეში. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი შევა და მას მუშაობის საშუალება ექნება, მაგრამ შესაძლებელია, რაიმე ტექნიკური დეტალი გაგრძელდეს და ამაზე არ არის მე მგონი ისეთი სიჩქარე აუცილებელი, რომ რაღაც დაზიანდეს,“ - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
ანზორ ჩუბინიძის განცხადებით ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტის დაცვა რაოდენობრივად მცირდება:
„დაცვა მოიცავს სხვადასხვა კატეგორიებს, ძალიან რთულია ამაზე ვისაუბრო. სამსახურში გვაქვს განსაზღვრული სხვადსხვა დონის დაცვა. შესაბამისად, როდესაც აღარ არის საჭიროება, ჩვენ ვუკლებთ ამ ხარისხს და ეს გამოისახება რაოდენობაში და ა.შ.“- განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






