"საკანონმდებლო ცვლილება პრეზიდენტის უსაფრთხოებისა და დაცვის საკითხებს აუარესებს"- ანა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 13:42, 11 Dec, 2018     677

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი ადამიანის უფლებათა დავის საპარლამენტო კომიტეტზე "სახელმწიფო დაცვის შესახებ" კანონპროექტის განხილვას დაესწრო, რომელიც სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ წარადგინა.

კანონში ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტი სახელმწიფო დაცვით ისარგებლებს უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ მხოლოდ 1 წლის განმავლობაში, რითიც იცვლება არსებული ნორმა, რომ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა ემსახურება სიცოცხლის ბოლომდე. როგორც ანა ნაცვლიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, პრეზიდენტი არ ეთანხმება ამ ცვლილებას და მიაჩნია, რომ ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებისათვის მიზანმიმართული მცდელობის ნაწილია, რომელიც ბოლო პერიოდში მიმდინარეობს.

"შემოთავაზებული ცვლილება აუარესებს პრეზიდენტისთვის ანუ უმაღლესი თანამდებობის პირისთვის დაცვის და უსაფრთხოების საკითხებს. ამავე დროს, პროექტის ბოლო პუნქტში დაკონკრეტდა, რომ აქამდე არსებული რეჟიმიც შეიცვლება, პირდაპირ გავრცელდება მასზე ახალი კანონი, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ განსაკუთრებული ინტერესი არის აქ მარგველაშვილისთვის დაცვის მოხსნასთან მიმართებაში. ამ კანონპროექტის არაერთი დეტალი აჩვენებს, რომ საკითხი და დატვირთვა სახელმწიფო სპეციალური დაცვის თემის შესახებ არ არის ბოლომდე გააზრებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც არ არის კანონპროექტში დაკონკრეტებული და ეს აჩვენებს, რომ სათანადოდ არ არის გაანალიზებული რა საფრთხეები შეიძლება წარმოშვას ამ რეჟიმის ცვლილებამ.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველო ოკუპირებული სახელმწიფოა და პირები, რომლებსაც უკავიათ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა და აქვთ დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე საინტერესონი შეიძლება გახდნენ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ სხვა დაინტერესებული პირებისთვისაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოებრივად გავიაზროთ არსებული რეალობა, რათა უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიები ჰქონდეთ იმ პირებს, რომლებსაც ეს თავიანთი თანამდებობიდან გამომდინარე სჭირდებათ", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42