საქართველოს პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელია უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ კანონსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა არავინ დგას.
დანელიამ განმარტავს, რომ ორკვირიანი ვნებათაღელვა, რასაც საფუძველი დაუდო საკონსტიტუციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებით, არ უნდა გახდეს ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი.
„მე ვარ ამ კანონის ერთ-ერთი ინიციატორი. გასხვისების შეზღუდვას აქვს როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური კონტექსტი და ამას არ ჩავუღრმავდები ბევრი მიზეზის გამო. ნიშანდობლივია, რომ ეს შეზღუდვა აბსოლუტურად გაზიარებული იქნა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ და ამიტომაც არ განვავრცობ. მიმხვედრი უნდა მიხვდეს. რა თქმა უნდა, უპირველესია ჩვენი ეროვნული ინტერესებიც. ამიტომ გაუგებარია, რას ემსახურებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ახლა მიმდინარე პროცესების პროვოცირება”, - აცხადებს ოთარ დანელია.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს იმ მოქალაქეების გულისწყრობა, რომლებიც სიღრმისეულად იაზრებენ არსებულ პოლიტიკას გასხვისების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ის უერთდება ამ ადამიანების სულისკვეთებას.
“რა თქმა უნდა, მე, როგორც მოქალაქეს აბსოლუტურად მაქვს იმის უფლება, რომ გამოვთქვა ჩემი უარყოფითი დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც გამოთქვამს თავის გულისწყომას. ამავდროულად, მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი და ჩემთვის უმნიშვნელოვანესია კანონის პატივისცემა და სასამართლოს გადაწყვეტილება რევიზიას არ ექვემდებარება”, - აცხადებს დანელია.
მისივე თქმით, მიუღებელია, რომ ხდება საკითხის პოლიტიზირება და ცალკეული ჯგუფები ცდილობენ მათი პოზიცია პატრიოტული მოტივებით შეფუთონ.
„ეს, უპირველესად, პატრიოტული კი არა სახელმწიფოებრივი საკითხია“, - ამბობს დანელია.
დანელიას თქმით, მისთვის მიუღებელია პროტესტის აგრესიით გამოხატვა და ნებისმიერი დაწესებულების ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა.
„გამოხატვის უამრავი ფორმა არსებობს. ნებისმიერმა გამოხატვამ ხელი არ უნდა შეუშალოთ იმ ადამიანებს, რომლებთან ამ ეტაპზე საკონსტიტუციო ცვლილებებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. ეს არის დემოკრატიული ნორმა, ეს არის კანონის უზენაესობის პატივისცემა”, - აცხადებს დანელია.
მასალის გამოყენების პირობები






