Foreign Policy-ს სკანდალური სტატია - „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ აშშ-ის მთავრობა იმ პიროვნებას დანიშნავს ელჩად ვისაც მოისურვებს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთ ისეთ ნაბიჯს დგამს, რომელიც საქართველოში რუსული ინტერესების განხორციელებას უწყობს ხელს.
„თავის მმართველობის პერიოდში ივანიშვილს გადაუდგამს მრავალი ნაბიჯი, რომლითაც ხეირობს ოკუპანტი სახელმწიფო საქართველოში - ეს არის პრორუსული ძალების გაძლიერება, პროდასავლურ ოპოზიციასთან ბრძოლა. ამ ინფორმაციაში სიმართლის ნატამალი რომც იყოს შეერთებული შტატების მთავრობა მაინც იმ პიროვნებას დანიშნავს ელჩად ვისაც საჭიროდ თვლის.
ივანიშვილის მთავრობის მიმართ რომ ილუზიები არავის დარჩა ამ არჩევნების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციების რეაქციებით, სადამკვირვებლო მისიების შეფასებებით, ვფიქრობ, ძალიან ნათლად გამოჩნდა,“-ამბობს კანდელაკი.
სკანდალურ სტატიაში წერია, რომ მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.
მასალის გამოყენების პირობები






