დეპუტატის თქმით, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი სკანდალი
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა გააკეთოს განმარტება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი სკანდალი. ეს შეიძლება ითქვას, რომ არის არამეგობრული ჟესტი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მიმართულებით.
ასევე მე ვფიქრობ,რ ომ ეს შეიძლება აღქმული იქნას, როგორც მცდელობა დღევანდელი ხელისუფლების, რომ ხელი შეუშალოს ამერიკის ადმინისტრაციას საკუთარი პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოსთან მიმართებაში“-ამბობს სამადაშვილი.
გავლენიანი ამერიკული გამოცემა Foreign Policy სკანდალურ სტატიას აქვწყნებს.
გამოცემა ხმაურიანი სტატით საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის განხილვას ეხმაურება.
გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მთავრობა ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს, რადგან ის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერია.
ვაშინგტონში ყოფილმა და მოქმედმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოცემას შეატყობინეს, რომ საქართველოს მთავრობა უარს ამბობს გამოცდილი დიპლომატის ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დამტკიცებაზე.
სტატიაში არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა.
მასალის გამოყენების პირობები






