მმართველი გუნდის დეპუტატებმა 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის ფორმატში იმსჯელეს. „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში პოზიციების შეჯერება მოხდა. მათივე განცხადებით, მიმდინდარე წელს მთავრობას პრიორიტეტები სწორად ჰქონდა გაწერილი და მნიშვნელოვანია, რომ თანხაც პრიორიტეტების მიხედვით სწორად დაიხარჯოს:
„უმრავლესობის ფარგლებში დავაყენეთ ის მნიშვნელოვანი თემები, რომელზეც ვფიქრობთ, რომ დღეს საზოგადოებას სოფლად თუ ქალაქში ყველაზე მეტად აწუხებს. ეს არის გაზის, წყლის ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი ინფრასტრუქტურული თემები.
იყო მსჯელობა ევროკავშირის მხრიდან მისაღებ დაფინანსებაზე, სადაც კონკრეტული არგუმენტები მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ ეს დაფინანსება ყველაზე გვიან ორკვირიანი ინტერვალით საქართველოს ჩაერიცხება, შესაბამისად ეს თანხაც იქნება ათვისებული,“-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






