„ღამით ფარულად შემოიტანეს ბიუჯეტი, რომელიც თბილისელების ინტერესების გარდა აბსოლუტურად ყველაფერზეა მორგებული. ბიუჯეტში წერია ის, რომ 7 მილიონით იზრდება საქონელი და მომსახურება და შრომის ანაზღაურება, რაც ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ, კიდევ უფრო მეტს დახარჯავენ მივლინებებში, კიდევ უფრო მეტს დახარჯავენ რესტორნებში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი.
დედაქალაქის მერის,კახა კალაძის თქმით, ბიუჯეტით წინასაარჩევნოდ დაანონსებული ყველა პროექტი განხორციელდება:
„ოპოზიცია თავიდანვე აპროტესტებდა, სანამ გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. რაც შეეხება ბიუჯეტს, თუ გადავხედავთ ყველაზე მაღალი ბიუჯეტი იქნება და მომდევნო წლის განმავლობაში სპეცტრანსფერებით, კონკრეტულ პროექტებზე დაახლოებით მილიარდს გადააჭარბებს დედაქალაქის ბიუჯეტი,“-ამბობს კალაძე.
2019 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 927 მილიონია და ის, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 10 მილიონით არის გაზრდილი.
მასალის გამოყენების პირობები






