თბილისის საქალაქო სასამართლო იწყებს საქმის არსებით განხილვას - მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე პოლიტიკოს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ.
პაატა ბურჭულაძის დაცვის მხარე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 25 ათას ლარს ითხოვს. საუბარია 17 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში კობა დავითაშვილის ინტერვიუს, რომელმაც ბურჭულაძე „ფონდ იავნანას“ საქველმოქმედო თანხის მითვისებაში დაადანაშაულა. კობა დავითაშვილმა წინა სასამართლო პროცესზე საქმის შეწყვეტა მოითხოვა:
„კობა დავითაშვილს რომ არ აქვს არანაირი მტკიცებულება გამოჩნდა მათ მიერ წარმოდგენილი შესაგებლით. წელიწად-ნახევარზე მეტია მიმდინარეობს სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება და დღეის მდგომარეობით, არათუ ბატონ პაატას, არამედ არცერთ პირს, „იავნანას“ საქმეში ბრალიც კი არ აქვს წაყენებული“-ამბობს ადვოკატი მარიამ ჩიქოვანი.
მასალის გამოყენების პირობები






