არტ ფესტივალ „გზაჯვარედინის“ მონაწილეებს „მეღვინეობა ხარებას“ ტურისტულ კომპლექს გვირაბში უმასპინძლეს
კულტურა - 15:34, 13 Sep, 2013     1496

"მეღვინეობა ხარებას“ ტურისტულ კომპლექს გვირაბში მცხეთის პირველი საერთაშორისო ART ფესტივალ - გზაჯვარედინის მონაწილეებს უმასპინძლეს. 

მხატვარ- ხელოვანებმა აშშ-დან, გერმანიიდან, ლიტვიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან და სხვა ქვეყნებიდან საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე გამართეს MASTER-CLASS - ს - სახატავ ფორმატებზე სახელდახელოდ შექმნეს საკუთარი ნამუშევრები. უკლებლივ ყველა ნახატი საჩუქრად „მეღვინეობა ხარებას“ წარმომადგენლებს გადაეცა. 

ფესტივალის მონაწილე ცნობილი ყაზახი მხატვარ კანატ იბრაგიმოვის თქმით: „ფესტივალი „გზაჯვარედინი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია სახელოვნებო სფეროში და მისი საზღვრები წლიდან-წლამდე ფართოვდება“. იბრაგიმოვის თქმით, ძალიან კარგია, რომ კერძო ბიზნესის წარმომადგენლები ინტერესს იჩენენ ნამდვილი ხელოვნების მიმართ, რისი დასტურიც ფესტივალისადმი „მეღვინეობა ხარებას“ ხელშეწყობაა. 

„მეღვინეობა ხარებას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირინა მაჩურიშვილის თქმით, კომპანიის დაინტერესება პროექტისადმი განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ ფესტივალი ერთგვარი სტიმულია ახალგაზრდა ხელოვანებისათვის. „როდესაც ესოდენ სახელიანი მხატვრები ჩამოდიან, ჩვენ ვალდებულადაც კი ვართ, რომ მათ ხელი შევუწყოთ. 

ვფიქრობ, ისინიც ძალიან კმაყოფილები დარჩნენ ჩვენთან სტუმრობით - ქართული ღვინო, ჩვენი ქვეყნის სამარკო ნიშანი, კონკრეტულად „მეღვინეობა ხარებას“ ღვინო, ჩვენ საჩუქრად გადავეცით მხატვრებს და ამითაც გავუსვით ხაზი, რომ ღვინო - კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია“. ფესტივალი „გზაჯვარედინი“ 1 სექტემბერს დაიწყო ისტორიულ ქალაქ მცხეთაში და 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენით დასრულდება. დასკვნითი ღონისძიება - გამოფენა 16 საათზე გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42