როგროც Foreign Policy რამდენიმე დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ამის მიზეზი ის არის, რომ „საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრი ფიქრობს, ამერიკელი დიპლომატი ქვეყნის ყოფილი, პროდასავლური პრეზიდენტის მხარდამჭერია."
როგორც გამოცემა წერს, ვაშინგტონის ყოფილმა და ამჟამინდელმა ოფიციალურმა პირებმა Foreign Policy-ს განუცხადეს, რომ საქართველომ სიგნალი მისცა, დიპლომატიურ თანხმობას არ მისცემდა და ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატს არ მიიღებდა, მიხეილ სააკაშვილისადმი მისი დადებითი დამოკიდებულების გამო.
როგორც გამოცემა წერს, ბრინკსის მხარდამჭერი, თავად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, უეს მიტჩელია.
სტატიაში არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ ელჩის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა.
„მრავალი ამერიკული და ქართული წყარო ვარაუდობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების უკან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი დგას, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლების ბროკერად რჩება. მილიარდერი, რომელმაც ფული მოსკოვში, 90-იან წლებში იშოვა, საქართველოში ოფიციალურ არჩეულ თანამდებობას არ ფლობს, მაგრამ ცხადია, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათანადო როლს თამაშობს" - ნათქვამია სტატიაში.
მასალის გამოყენების პირობები






