"სპეკულაციებს კავშირი არ აქვს პარტიის განახლების იმ გეგმასთან, რომელიც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დააანონსა" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 19:38, 10 Dec, 2018     1095

„ახლო მომავალში რაიმე ცვლილებების თაობაზე -ეს ეხება როგორც პარტიულ თანამდებობებს, ასევე, საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებს, იქ გვესმის სპეკულაციები და ამას კავშირი არ აქვს პარტიის განახლების იმ გეგმასთან, რომელიც დააანონსა პარტიის თავმჯდომარემ",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გუნდის გაჯანსაღება და გადახალისება ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რასაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. რაც შეეხება უშუალოდ, საკადრო ცვლილებებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს სპეკულაციებია, რასაც საფუძველი არ აქვს.

„აქ ორი რამე არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში - ერთი ეს არის გუნდის გაჯანსაღება და გადახალისება, რაც არის ჩვენთვის ერთერთი უმთავრესი პრიორიტეტი, ამაზე საუბრობდა, ასევე, პარტიის თავმჯდომარე, როგორც მოგეხსენებათ და ამას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. მათ შორის, ჩვენ ვემზადებით, როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო არჩევნებისთვის და ბუნებრივია, აქ ერთერთი მთავარი პრიორიტეტი არის გუნდის განახლება, გადახალისება. რაც შეეხება, უშუალო საკადრო ცვლილებებს, რომლებზეც ჩვენ გვესმის სპეკულაციები, ამ სპეკულაციებს არ აქვს საფუძველი. გუნდის განახლება არის ამოცანა, თუმცა, სპეკულაციები უშუალო, ახლო მომავალში რაიმე ცვლილებების თაობაზე -ეს ეხება როგორც პარტიულ თანამდებობებს, ასევე, საპარლამენტო და სამთავრობო თანამდებობებს, იქ გვესმის ჩვენ სპეკულაციები და ამას კავშირი არ აქვს პარტიის განახლების იმ გეგმასთან, რომელიც დააანონსა პარტიის თავმჯდომარემ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, მოსახლეობის დაკვეთა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამოჩნდა, მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გაუმჯობესდეს გუნდისა და მართვის ეფექტიანობა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამის გაკეთება გუნდის გადახალისების გარეშე რთულია.

„მოსახლეობის დაკვეთა გამოჩნდა ამ არჩევნებში. დაკვეთა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა გაუმჯობესდეს გუნდის ეფექტიანობა, მართვის ეფექტიანობა და ამის გაკეთება, ბუნებრივია, რთულია გუნდის გადახალისების, მუდმივი განახლების გარეშე და ჩვენი ამოცანა სწორედ ეს არის. მთავარი ამოცანა არის ის, რომ გუნდმა უნდა იმუშაოს უფრო ეფექტიანად იმისათვის, რომ განხორციელდეს რეფორმები, გატარდეს ის ცვლილებები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, გუნდის განახლება. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ ცვლილებებს, რაზეც არის საუბარი მოკლევადიან პერსპექტივაში, სწორედ ეს არის სპეკულაციები. ჩვენ გვაქვს ხედვა, ჩვენ გვაქვს გეგმა იმისათვის, რომ გუნდი განვაახლოთ და ამის მიხედვით ვმუშაობთ",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42