კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონპროექტს მხარი დაუჭირეს
პოლიტიკა - 19:01, 10 Dec, 2018     718

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის ცვლილებების მომზადების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და იმ ფინანსურ მაჩვენებლებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2018 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4.5%-ით დაიგეგმა, თუმცა 10 თვის წინასწარი მაჩვენებლებით რეალურმა ზრდამ 5.1% შეადგინა. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ეკონომიკის ზრდის განახლებული მაჩვენებელი 5%-ით განისაზღვრა. მისივე განცხადებით, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის და ადმინისტრირების გაუმჯობესების შედეგად 240 მლნ. ლარით გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსავლები, რაც ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც აისახა. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მხარჯავი დაწესებულებების მიმართ გამოყოფილი ფინანსების განახლებული მაჩვენებლები დეტალურად გააცნო. კომიტეტებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას, კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირეს.

ერთობლივი საკითხის განხილვის შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მუშაობა დამოუკიდებლად გააგრძელა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განცხადება გააკეთა და მოსახლეობას სისხლში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით ჩასატარებელ კვლევებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.

„გაეროს ბავშვთა ფონდის და საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ ერთობლივი მულტიინდიკატერული კვლევა ტარდება. ამჟამად ამ კვლევაში ჩაერთო მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას შეეხება. დადასტურებულია, რომ სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა იწვევს საკმაოდ მძიმე დარღვევებს გონებრივი და ზოგადი განვითარების კუთხით, ამიტომ მნიშვნელოვანია ეს კვლევა, რათა დავადგინოთ და რეალური მტკიცებულებები მოვიპოვოთ რამდენად პრობლემატურია ეს საკითხი დედაქალაქის და რეგიონების მასშტაბით.

სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ სამედიცინო პერსონალის მიერ ბავშვებისთვის სისხლის აღებაზე ბევრი მშობელი უარს აცხადებს. მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ ითანამშრომლონ სამედიცინო პერსონალის კვლევით ჯგუფებთან და ბავშვები გაატარონ შემოწმებაზე", - განაცხადა აკაკი ზოიძემ. მისივე ინფორმაციით, ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი კვლევა 0-დან 7 წლის ასაკის 1500-მდე ბავშვში ტარდება.

კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ განცხადება გააკეთა და ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის პროცესის დასრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პარლამენტში და უწყებათაშორის საბჭოს ფარგლებში, ასევე საზოგადოებასთან და არასამთავრობო სექტორთან დეკრიმინალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვები აქტიურად მიმდინარეობდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო გარკვეულ საკითხებზე შეთანხმების ვერ მიღწევის გამო ეს საკითხი ძალიან გაჭიანურდა. მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს რაც შეიძლება სწრაფად განვაახლოთ მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით თუ ჩვენ გვინდა, რომ წინ გადაიდგას ნაბიჯები, ეს კანონპროექტი აუცილებლად უნდა მივიყვანოთ დასასრულამდე", - განაცხადა ლევან კობერიძემ.

კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმება" გააცნო. როგორც მომხსენებელმა განმარტა, აღნიშნული შეთანხმება ბიუჯეტის მხარდამჭერ დოკუმენტს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც სამი წლის განმავლობაში საფრანგეთის მხარე საქართველოს 105 მლნ. ევროს გამოუყოფს, რაც სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ ღონისძიებებს მოხმარდება.

სხდომის დასასრულს კომიტეტის თავმჯდომარემ მესამე მოსმენით „თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტები წარმოადგინა. აკაკი ზოიძემ კომიტეტის წევრებს რედაქციული ხასიათის ცვლილებები გააცნო, რომლებიც კანონპროექტის ამოქმედების ვადის დადგენას შეეხებოდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42