საქართველოში პურის ფასმა მოიმატა, მწარმოებლები განმეორებით მატებას არ გამორიცხავენ. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით პურის ფასი მთავრობის მიერ არ რეგულირდება და ის არ კარნახობს ბიზნესს. გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ პურის ფასის მომატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მწარმოებელი კომპანიები იღებენ და ამაში მთავრობა არ ერევა.
„სახელმწიფო არ წყვიტავს და მთავრობა, რა ეღირება პური. საბჭოთა კავშირი ახლა აღარ არის, უკვე დაინგრა. ჩვენ არ ვწყვიტავთ ამას,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, რომ ისინი ამ საკითხს შეისწავლიან.
„ჩვენ ამას გამოვიძიებთ და შევისწავლით. თუ იქნება რაღაც პრობლემა ჩვენ მაგაზე რეაგირებას მოვახდენთ,“-განაცხადა გიორგი ქობულიამ.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით კი პრემიერმა ეჭვი გამოთქვა, რომ ფასის მატება ასეთი მაღალი არ უნდა იყოს:
„საბაზრო მექანიზმები არ უნდა იყოს მაგხელა გაძირება. ვნახავთ რასთან გვაქვს საქმე. თუ რაღაც დარღვევად ჩავთვალეთ შესაბამის ზომებსაც მივიღებთ,“-განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






