პარლამენტში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილეს
პოლიტიკა - 16:59, 10 Dec, 2018     626

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფმა „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროს გარემოსდაცვითი მართვის“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში განიხილა.

ანგარიშში შეფასებულია, თუ რამდენად უზრუნველყოფს პასუხისმგებელი უწყებების მიერ გატარებული ღონისძიებები სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების მიერ გარემოს ადეკვატურ დაცვას.

აუდიტის ფარგლებში, იდენტიფიცირებულია ნაკლოვანებები სალიცენზიო ფართობების სრულფასოვანი შეფასების, პირობების განსაზღვრის, კონტროლისა და დაზიანებული გარემოს აღდგენა-რეაბილიტაციის ღონისძიებებთან მიმართებაში, რომელთა აღმოსაფხვრელადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

განხილვას ესწრებოდნენ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს, წიაღის ეროვნული სააგენტოს, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიწისა და წიაღის სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც არსებითად დაეთანხმნენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებს.

შეხვედრის ფარგლებში დაზუსტდა რეკომენდაციებზე პასუხისმგებელი უწყებები და მოხდა შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის პროცესში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ, რაც პირველ რიგში აუდიტის ობიექტების მხრიდან რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის შემუშავებას გულისხმობს.

ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი კაპანაძე და უფროსი აუდიტორი ბიძინა მაყაშვილი წარმოადგენდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42