"პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას" - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე
პოლიტიკა - 16:28, 10 Dec, 2018     1465
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ჯელალ ქიქავას განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, შურს იძიებს ყველაზე, ვინც გაბედავს აჭარლების შეურაცხყოფას.

„ჩვენი ოპონენტების საქციელები, მათი განცხადებები უკვე ყოველგვარ ზღვარს სცდება. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავებისა და სხვა ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები. ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე და ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება. არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ, არც მერკანტილურ ვაჭრობას. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით, ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება - ვერც მერკანტილური, ვერც პოლიტიკური" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

საქმე ეხება ჯელალ ქიქავას განცხადებებს, რომელიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობდა და ბათუმის 2017 წლის მარტის მოვლენები გაიხსენა.

„ჩვენ ბათუმში ვნახეთ ბუმი. ჩემი თვალით ვნახე გაჭირვებული ხალხის ბუმი, კინაღამ ქალაქი გადაწვეს. იმას ხელმძღვანელი არ ჰყავდა, იმას რომ ხელმძღვანელი ჰყოლოდა, ისინი მთელ ქალაქს გადაწვავდნენ. მაშინაც ვთქვი მე, რომ 300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლების ცოლებს, შვილებს, იპარავდნენ, მუსლიმანობას აღებინებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან და 6 თვეში ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გარეთ გამოიყვანეს და კინაღამ, თავისი ქალაქი გადააწვევინეს" - განაცხადა ქიქავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42