პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ადასტურებს, რომ გადაუხდელი ვალის გამო საკუთარ დედას სასამართლოში უჩიოდა
პოლიტიკა - 15:45, 10 Dec, 2018     4310

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და უპასუხა კითხვას იმასთანდ აკავშირებით, თუ რატომ უჩივლა საკუთარ დედას სასამართლოში. დღეს მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ მას არანაირი ვალი არ გააჩნია. თუმცა ვალი პრემიერის ოჯახმა მხოლოდ 2017 წელს, ფინანსთა მინისტრის პოსტზე მის დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე დაფარა.

"ისე, როგორც 10- ათასობით ოჯახს საქართველოში, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი არის გასტუმრებული.

გასტუმრებული იქნა ეს ვალი და ისე იქნა გასტუმრებული, რომ ეს რუსთავი2-მაც ვერ დამალა.

როცა ვსაუბრობთ სასამართლო დავაზე , ხელშეკრულებაში იყო სამართლებრივი ხარვეზი მოხდა ამის გასწორება და მოხდა ვალის გადახდა და ისტორია დაიხურა.

როდესაც მე დავიწყე საუბარი, ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემაზე, ჭარბვალიანობაზე, კონკრეტულად. ამის გამომწვევ მიზეზებზე, ბუნებრივია, მე მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები და ის ძალები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული და ეწინააღმდეგებიან ყველანაირად იმისთვის რომ მოხდეს ახალი სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრება, ისინი შეეცდებოდნენ სხვადასხვა უკაცრავად და სისულელეების მოტანაც.

რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ ჩემს ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ 15 წლის წინ მოხდა ამ სახლის შეძენა, რამე კავშირში აქვს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობასთან. ან მეზობლის მიწის ნაკვეთს მომაწერენ, ან მე შეიძლება ჩემი ოჯახის წევრებს ვუჩივლო, რომ ვალი არ გავისტუმრო და ასეთ საკითხებს, რაც უფრო მეტი დეზინფორმაცია წამოვა, ეს იქნება კარგი მაჩვენებელი, რომ ემ და ჩემი გუნდი ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ"-ამბობს ბახტაძე.

სკანდალური ისტორია 2011 წლის 23 სექტემბრიდან იწყება, როდესაც პრემიერის დედამ ორი მოქალაქისგან, ჯამში, 120 ათასი დოლარი ისესხა. ფულის დაბრუნების გარანტად კი გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით მცხეთაში მამუკა ბახტაძის ოთხსართულიანი სახლი დატვირთა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42