„იმუქრებოდნენ კარის ჩამოღებით“ - ზეწოლა გაერთიანებული ოპოზიციის წევრ სამირა ისმაილოვაზე არჩევნების ღამეს
პოლიტიკა - 14:35, 10 Dec, 2018     812
გაერთიანებული ოპოზიციის წევრის, სამირა ისმაილოვას ოჯახზე - არჩევნების დღეს ბოლნისში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები და თავად ისმაილოვა ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაწვდიან.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, არჩევნების ღამეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის წაქეზებით, ისმაილოვას სახლში მიუვარდნენ და კარის შემტვრევას ცდილობდნენ.

ამ დროს ოჯახში იმყოფებოდა მოზარდიც, რომელმაც, ისმაილოვას თქმით, მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო.

იმაილოვა ბოლნისის პოლიციას უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოპოზიციის წევრს მომხდარის შესახებ რუსთავის განყოფილებაში დღეს გამოკითხავენ.

„მაშინ, როდესაც მე ვიყავი დაზარალებული მხარე და უბრალოდ მოწმის სტატუსით უნდა დაებარებინათ ჩვენების მისაცემად, ისინი ღამის 02:00 საათზე იმუქრებოდნენ კარის ჩამოღებით, რა დროსაც, ჩემმა სამი წლის შვილმა მიიღო ფსიქოლოგიური ტრავმა და სტრესი. იმუქრებოდნენ კარის ჩამოღებით და სხვადასხვა სახის ზეწოლას ახორციელებდნენ,“ - ამბობს ისმაილოვა.

საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს შეისწავლის „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი, ნინო რიჟამაძე ამბობს, რომ დარღვევებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს, რადგან შესაძლოა ზოგიერთი მათგანი დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42