„არჩევნები მოპარულია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ“ - ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 13:20, 10 Dec, 2018     2526

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, არჩევნები მოპარულია და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ:

“ამბავი ძალიან მარტივადაა, თუ დავაკვირდებით სომხეთს.

2017 წლის არჩევნებზე, სადაც სრულიად უმოტივაციო იყო ამომრჩეველი, იმის გამო, რომ იცოდა, კვლავ ოლიგარქებს უნდა გადაენაწილებინათ მანდატები და ქვეყანაში არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ისინი ატარებდნენ არჩევნებს, მივიდა ამომრჩევლის 61%

2018 წელს, სადაც სუპერმოტივირებული იყო ამომრჩეველი, რადგან თვითონ წყვეტდა საკუთარი ქვეყნის ბედს და მის საგარეო თუ საშინაო განვითარების მიმართულებას, ამ ისტორიულ არჩევნებზე მივიდა ამომრჩევლის 48%

ჩვენთან რა მოხდა? მინიმუმ 5 სერიოზულ კანდიდატიან პირველ ტურში მივიდა 45% და ორკაციან მეორე ტურში - 57%, რაც სტატისტიკური აბსურდია, ისევე, როგორც ხელისუფლების კანდიდატის ხმების გაორმაგება, რასაც მსოფლიო არჩევნების ისტორიაში მე ანალოგი ვერ მოვუძებნე.

როგორც სომხეთის, ისე საქართველოს შემთხვევაში, უჩვეულოდ მაღალი დასწრების პროცენტი მთლიანად ოლიგარქიული გაყალბების უტყუარი მტკიცებულებაა. ასე რომ, ხახვ-კარტოფილის დარიგებით, ძველი ბიჭებით, ვაშაძისთვის გაბათილებული მინიმუმ 60.0000 ბიულეტენით და გრანდიოზული და უპრეცედენტო მასშტაბის მოსყიდვითაც ვერ იგებდა ოცნება, ძალიან მაღალი ალბათობით. დილით, 8-11 საათებში ყალბი პირადობებით დატრიალებული კარუსელბი გახდა “გამარჯვების” მთავარი მიზეზი და ამ საათებში მინიმუმ 200.000 ხმიანი უპირატესობა მოიპოვა ხელისუფლებამ.

არჩევნები მოპარულია. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ”, - წერს ნიკა გვარამია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42