ზუგიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვალების ფაქტს განათლების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ეხმაურება. ხარატიშვილის თქმით, სამინისტრო კატეგორიულად ემიჯნება ამ პროცესის პოლიტიზირებას, მისივე თქმით, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის:
"მინდა მთელი სამინისტროს სახელით მწუხარება გამოვთქვა ია კერზაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და ვუთანაგრძნო მის ოჯახს. კატეგორიულად ვემიჯნებით ამ პროცესის პოლიტიზირებას და საერთოდ, განათლების სისტემაში პოლიტიკის ადგილი არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, რათა მოგვეცეს საშუალება რომ ვიმუშაოთ იმ მიზნების მისაღწევად, რომელიც სამინისტროს გააჩნია. რაც შეეხება თვითონ პროცესს, ეს არის ინსტიტუციების შეფასება და შემოწმება. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი პროცესი. სამინისტრო ახორციელებს და კვლავაც განახორციელებს ნებისმიერი საჯარო სკოლის ინსპექტირებას იმისთვის, რომ სტანდარტები იყოს შესაბამისი”, - განაცხადა ხარატიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






