მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებს უმრავლესობის ნაწილი ადასტურებს, თუმცა არ აკონკრეტებს, ვინ დაემშვიდობება თნამდებობას.
არაოფიციალური ინფორმაციით, მთვრობაშ დიდი წმენდა ინაგურაციის შემდეგ დაიწყება და, არსებობს მოლოდინი, რომ პოსტი პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დატოვოს. ასევე, ამბობენ, რომ თნამდებობას დატოვებს თვდაცვის მინისტრი ლევან იზორია.
იმ შემთხვევაში, თუ ბახტაძეს გადააყენებენ, პრემიერი შესაძლოა, შს მინისტრი გიორგი გახარია გახდეს. სხვათა შორის, გახარიას შესაძლო გაპრემიერებაზე ჯერ კიდევ მაშნ საუბრობდნენ, სანამ ამ პოსტს ბახტაძე დაიკავებდა.
ასევე, არსებობს ვერსია, რომ ბახტაძე შესაძ₾ოა, მაია ცქიტიშვილით ჩაანაცვლონ. მაია ცქიტიშილი, რომელიც ამჟამად ინფრასტრუქტურის უწყების ხელმძღვანელია, როგორც „ნიუპოსტს“ ეუბნებიან, ბიძნა ივანიშილის დიდი ნდობით სარგებლობს და ალბათ, ამ ნიშნით განიხილება პრემიერის პოსტზე მისი კჯანდიდატურა.
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება, დიდი ალბათობით, ფინანსთ სამინისტროს შეეხება - ივანე მაჭავარიანის მოხსნის შემთხვევაში, მის პოსტს, დიდი ალბათობით, მიხეილ დუნდუა დაიკავებს. დუნდუაც, ცქიტიშილის მსგავსად, ივანიშვილის ნდობის აღჭურვილი პირია. სხვათა შორის, დუნდუას გვარი გამოჩნდ „ომეგა ჯგუფის“ საქმეშიც - ერთ-ერთი ბოლო ჩანაწერის თნახმად, სწორედ დუნდუაა ის პირი, რომელიც „ომეგასთან“ მოპლაპარაკებებს აწარმოებს და ითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზაზა ოქუაშილი ხელისუფლების პირობებს დასთანმხდება და „ოცნებისთვის“ სასურველ ინტერვიუს მისცემს, „ომეგა ჯგუფს“ პრობლემები მოუგვარდება.
მასალის გამოყენების პირობები






