არც მთავრობის, არც პარტიის და არც პარლამენტის მიმართულებით საკადრო ცვლილებები არ განიხილება - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 18:32, 09 Dec, 2018     805

„ამ ეტაპზე, ზოგადად, საკადრო ცვლილებებზე საუბარს არ აქვს საფუძველი. არც მთავრობის, არც პარტიის, არც პარლამენტის მიმართულებით ეს საკითხები არ განიხილება”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებების შესახებ საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ისმის გარკვეული სპეკულაციები, რომლებსაც საფუძველი არ აქვს.

“მთავრობა არის ახალი ფორმირებული, დამტკიცებულია მისი პროგრამა და მთავრობა მუშაობს ამ პროგრამის შესაბამისად იმისათვის, რომ განხორციელდეს ის ღონისძიებები, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარს საფუძველი არ აქვს“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე შეფასებით, დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას აქცენტის სხვა საკითხებზე გადატანის ინტერესი აქვს.

„ბუნებრივია, დამარცხებულ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობას“ აქვს იმის სურვილი და ინტერესი, რომ აქცენტი გადაიტანოს სხვა რაღაცეებზე, აქედან გამომდინარე, გვესმის ჩვენ ეს სპეკულაციები საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ გუნდს სჭირდება მუდმივი გაძლიერება, განახლება. რა თქმა უნდა, ჩვენ აქცენტს განსაკუთრებით ვაკეთებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც ჩვენ საზოგადოების წინაშე უნდა წარვსდგეთ გაძლიერებული გუნდით. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამაზე, ბუნებრივია, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ მომდევნო ორი წლის განმავლობაში. თუმცა, რაც შეეხება უშუალოდ ახლა რაიმე საკადრო ცვლილებებს, ამას საფუძველი არ აქვს. ეს არის დამარცხებული პოლიტიკური პარტიის „ნაცმოძრაობის“ სურვილი, რომ გადაიტანოს სხვა რამეზე აქცენტი საკუთარი მარცხიდან”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42